ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენები
ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენი — ჰოენცოლერნთა დინასტიის შვაბიური და კათოლიკე შტო. იგი ერთ-ერთი უძველესი გერმანული არისტოკრატული საგვარეულოა, რომელიც პირველად XI საუკუნეში მოიხსენიება გრაფების ტიტულით. დინასტია სავარაუდოდ ბურხარდინგების საჰერცოგო საგვარულოდან წარმომავალი ცოლერნების ერთ-ერთი შტოა. XIII საუკუნის დასაწყისში ჰოენცოლერნები ორ შტო გაიყვნენ: შვაბიური შტო და ფრანკონიული შტო. ფრანკი ჰოენცოლერნები შემდგომში ბრანდენბურგის კურფიურსტები და პრუსიის მეფეები გახდნენ.
1576 წელს შვაბი ჰოენცოლერნები ორ შტოდ გაიყვნენ: ჰოენცოლერნ-ჰეხინგენი და ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენი. ჰეხინგენის შტო 1869 წელს ამოწყდა, ზიგმარინგენის კი დღემდე განაგრძობს არსებობას. დინასტიის საგვარეულო სასახლე ქალაქ ზიგმარინგენში მდებარეობს. დღევანდელ ბადენ-ვიურტემბერგში მდებარე ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენის სათავადო 1849 პრუსიის სამეფომ შეიერთა, თუმცა დინასტია განაგრძობდა მნიშვნელოვანი როლის თამაშა გერმანიის და საერთოდ ევროპის ისტორიაში. ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენის საგვარულო 1866-1947 წლებში მეფობდა რუმინეთში.
ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენის გრაფები, 1576-1623
რედაქტირება- კარლ II (1576-1606)
- იოჰანი (1606-1623)
ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენის ფიურსტები, 1623-1849
რედაქტირება- იოჰანი (1623-1638)
- მაინრად I (1638-1681)
- მაქსიმილიანი (1681-1689)
- მაინრად II (1689-1715)
- იოზეფ-ფრანც-ერნსტი (1715-1769)
- კარლ-ფრიდრიხი (1769-1785)
- ანტონი (1785-1831)
- კარლი (1831-1848)
- კარლ-ანტონი (1848-1849)
ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენის და ჰოენცოლერნის ფიურსტები
რედაქტირება- კარლ-ანტონი (1849-1885)
- ლეოპოლდი (1885-1905)
- ვილჰელმი (1905-1927)
ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენის და ჰოენცოლერნთა საგვარეულოს მეთაურები
რედაქტირება- ფრიდრიხი (1927-1965)
- ფრიდრიხ-ვილჰელმი (1965- დღემდე)