ჰნევანქი (ძელი ჭეშმარიტი) — ქართული ეკლესია სომხეთში, მას ქართულად ძელი ჭეშმარიტისა ეწოდება. სახელწოდებას ორნაირი მნიშვნელობა აქვს. ჰუნე ვანქბერძენთა მონასტერი და ჰუნე ვანქძველი მონასტერი, ქალკედონიანთა მონასტრის მნიშვნელობით. ვახუშტი ამ მონასტრის შესახებ წერს:

ჰნევანქი რეკონსტრუქციამდე
ჰნევანქი რეკონსტრუქციის შემდეგ
ვიკიციტატა
„კვალად დასავლით ამის არს მონასტერი ძელი ჭეშმარიტისა — მშვენიერი, ამ ბერდუჯის მდინარესა ზედა, უპყრავთ სომეხთვე.“

პროფესორმა კ. ღაფადარიანმა სიტყვა ძელი ძველთან მსგავსების გამო ძველად აღიარა, რაც სომეხმა მეცნიერებმაც არ გაიზიარეს. ეს ცნობა პ. მურადიანმა სათუოდ მიიჩნია და აღნიშნა — ვახუშტი თავის „საქართველოს გეოგრაფიულ აღწერას“, როდესაც რომელიმე ეკლესიას, მონასტერს თუ ციხესიმაგრეს აღწერს, გარდა საისტორიო წყაროებისა, ეყრდნობა ხალხის ისტორიულ მეხსიერებას.

გიორგი ჩუბინაშვილს ეს ძეგლი VIII-IX საუკუნეებით აქვს დათარიღებული. ამ ძეგლის დეტალურად განხილვისას ლეონ მელიქსეთ-ბეგი მართებულად დაასკვნის:

ვიკიციტატა
„ყოველ ეჭვისგარეშეა, რომ ეს ძეგლი თავდაპირველად სომეხ ანტიქალკედონიანთა კერა ყოფილა, შემდეგ კი XII საუკუნიდან ქალკედონიანთა ხელში გადასულა, რის აღმნიშვნელნი არიან XII-XIII საუკუნეების ქართული ასომთავრული წარწერები მის გარე კედლებზე.“

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი „ისტორიანი“, №6, 2011, ივნისი.
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: