ჰიფსოგრაფიული მრუდი
ჰიფსოგრაფიული მრუდი, ჰიფსომეტრიული მრუდი (ძვ. ბერძნ. ὕψος — „სიმაღლე“ და γράφω „ვწერ“) — მრუდი სწორკუთხა კოორდინატებში, რომელიც გამოსახავს დედამიწაზე სიმაღლეებისა (ხმელეთზე) და სიღრმეების (ზღვაში) გავრცელებას. მრუდი გამოისახება მაშინ, როდესაც კოორდინატთა ღერძზე გადაიზომება სიმაღლეები და სიღრმეები, ხოლო აბსცისთა ღერძზე — ცალკეული სიმაღლებრივი საფეხურის მიერ დაკავებული ფართობები. მრუდის ნაწილს, რომელიც ზღვის სიღრმეებს გამოსახავს, ბათიგრაფიული მრუდი ეწოდება. ჰიფსოგრაფიული მრუდი პირველად ააგო ალბერ ოგიუსტ ლაპარანმა 1883 წელს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 675.