ჰიპოთირეოზი
ჰიპოთირეოზი — მდგომარეობა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია არანორმალურადაა დაქვეითებული. დაავადებას საფუძვლად უდევს თირეოიდული ჰორმონის სრული ან ნაწილობრივი დათრგუნვა. კლინიკურად გამოხატურ ჰიპოთირეოზს მიქსედემა ეწოდება. ჰიპოთირეოზი მეტწილად გავრცელებულია ქალებში.
გამომწვევი მიზეზები
რედაქტირებაჰიპოთირეოზი შეიძლება იყოს პირველადი, მეორეული და პერიფერიული.
პირველადი ჰიპოთირეოზი
რედაქტირებაგვხვდება ავადმყოფთა 95-99%-თან. მას იწვევს სხვადასხვა მიზეზი, მათ შორის - ფარისებრი ჯირკვლის განვითარების ანომალია, ენდემური ჩიყვი, ქვემწვავე თირეოდიტი, აუტოიმუნური თირეოდიტი, თირეოსტატიკური პრეპარატებით მკურნალობა, ფარისებრი ჯირკვლის კიბო.
მეორეული ჰიპოთირეოზი
რედაქტირებადაკავშირებულია ჰიპოფიზის, ზოგჯერ ჰიპოთალამუსის პათოლოგიებთან.
პერიფერიული ჰიპოთირეოზი
რედაქტირებაპერიფერიული ჰიპოთირეოზის დროს სისხლში თირეოდული ჰორმონების შემცველობა ნორმალურია, ჰიპოთირეოზის კლინიკური გამოვლინებები კი თირეოიდულ ჰორმონთა მიმართ პერიფერიული ქსოვილების რეზისტენტობის მომატებას უკავშირდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- წიგნი ჯანმრთელობაზე: ენდოკრინოლოგია, ტ. 1, თბილისი: პალიტრა L, 2022. — გვ. 115, ISBN 9789941355103.