ჰილა ლიმანი
ჰილა ლიმანი (ინგლ. Hilla Limann, დ. 12 დეკემბერი, 1934, გველო, განა — გ. 23 იანვარი, 1998, აკრა) — განის რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწე. სახელმწიფოს მეთაური 1979–1981 წლებში მესამე რესპუბლიკის ერთადერთი პრეზიდენტი. ხელისუფლებიდან გადააყენა ჯერი როლინგსის სამხედრო დაჯგუფებამ.
ჰილა ლიმანი | |
განის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 სექტემბერი, 1979 – 31 დეკემბერი, 1981 | |
წინამორბედი | ჯერი როლინგსი |
მემკვიდრე | ჯერი როლინგსი |
დაბადებული | 12 დეკემბერი, 1934 გველო, განა |
გარდაცვლილი | 23 იანვარი, 1998 (63 წლის) აკრა, განა |
მამა | იომი ბაბინი |
დედა | მმა ჰაიავა |
მეუღლე | ფალერა ლიმანი |
შვილები | 8 |
როგორც პოლიტიკოსი განაში იგი პრაქტიკულად უცნობი იყო, მაგრამ 1979 წელს სამხედრო ხელისუფლების მიერ ხელისუფლების გადაბარების დროს აღმოჩნდა ქვეყნის სათავეში. ორტურიან საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა კონკურენტი და 1979 წლის 24 სექტემბერს დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა. 1981 წელს ჯერიროლინგსმა კვლავ დაიბრუნა ძალაუფლება უსისხლო გადატრიალებით და ჰილა ლიმანი ჩამოაშორა ქვეყნის სადავეებს[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Ежегодник Большая советская энциклопедия. 1982 / М. Советская энциклопедия, 1982 — С.242.