ჰეტი კარაუეი
ჰეტი კარაუეი (სრული სახელი — ჰეტი ოფელია უაიათ კარაუეი; ინგლ. Hattie Ophelia Wyatt Caraway; დ. 1 თებერვალი 1878, ბეიკერვილი, ტენესი, აშშ — გ. 21 დეკემბერი 1950, ფოლს-ჩერჩი, ვირჯინია, აშშ) — ამერიკელი პოლიტიკოსი, სენატორი არკანზასის შტატიდან 1931 წლიდან 1945 წლამდე. პირველი ქალი სენატორი, რომელიც დემოკრატიულად აირჩიეს, მანამდე პირველი ქალი, რომელიც მსახურობდა სენატში იყო რებეკა ლატიმერ ფელტონი, თუმცა მას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
ჰეტი კარაუეი Hattie Caraway | |
აშშ-ის სენატორი არკანზასის შტატიდან | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 ნოემბერი, 1931 – 3 იანვარი, 1945 | |
წინამორბედი | თადეუს კარაუეი |
მემკვიდრე | ჯეიმზ ფულბრაიტი |
დაბადებული | 1 თებერვალი, 1878 ბეიკერვილი, ტენესი, აშშ |
გარდაცვლილი | 21 დეკემბერი, 1950 ფოლს-ჩერჩი, ვირჯინია, აშშ |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | თადეუს კარაუეი |
შვილები | პოლ კარაუეი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებაჰეტი უაიათი დაიბადა 1878 წლის 1 თებერვალს ტენესის შტატში. იგი იყო ლიუსი მილდრედ ბიორჩისა და უილიამ კეროლ უაიათის შვილი. როდესაც ჰეტის შუესრულდა ოთხი წელი, ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ჰუსტბურგში, სადაც ჰეტი შევიდა ებენეზერის კოლეჯში. მცირე ხნის შემდეგ, იგი გადავიდა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, დიქსონის საშუალო კოლეჯში. აქვე, 1896 წელს, უაიათმა მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი[1][2].
რამდენიმე წელი მუშაობდა მასწავლებლად. 1902 წელს ცოლად გაჰყვა თადეუს კარაუეის, რომელიც ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში გაიცნო. წყვილს შეეძინათ სამი შვილი: პოლი, ფორესტ და რობერტი (პოლი და ფორესტი მომავალში გახდნენ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერლები). წყვილი დასახლდა ჯონსბოროში, არკანზასი, სადაც ტადეუსმა დაიწყო იურიდიული პრაქტიკა. ჰათი ზრუნავდა ბავშვებზე და ოჯახს ბამბის მეურნეობაში ეხმარებოდა[1][3].
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებაჰეტის მეუღლე, თადეუს კარაუეი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს 1912 წელს და იქ მსახურობდა 1921 წლამდე, სანამ არ გახდა სენატორი. მიუხედავად იმისა, რომ არ ინტერესდებოდა ქმრის პოლიტიკური კარიერით, ჰეტიმ აირიდა სოციალური საქმიანობა და არ მიიღო მონაწილეობა ქალთა ხმის უფლებებისათვის ბრძოლაში[4].
ტადეუსი სენატორის თანამდებობაზე გარდაიცვალა 1931 წელს. არკანზასის გუბერნატორმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ჰეტი გარდაცვლილი ქმრის თანამდებობაზე დანიშნა მისი უფლებამოსილების გასვლამდე. კარაუეი სენატორის მოვალეობის შესრულებას შეუდგა 1931 წლის 13 ნოემბერს[5].
როდესაც ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა ჩარლზ კერტისმა შესთავაზა ჰეტის, რომ ეხელმძღვანელა სენატის ერთ-ერთი კომიტეტისათვის, მან გამოაცხადა, რომ შეეცდებოდა მეორე ვადითაც ეყარა კენჭი. მეორედ არჩევის დროს, ლუიზიანას სენატორი ჰუი ლონგი ჩავიდა არკანზასში, რათა მხარი დაეჭირა ჰეტის საარჩევნო კამპანიისათვის[6].
1932 წელს სენატის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მიიღო ხმების 91,62 %[7], გახდა პირველი ქალი, რომელიც სენატის წევრი გახდა დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე[8]. 1938 წლის არჩევნებზე მიიღო ხმების 89,58 % და ხელახლა აირჩიეს სენატორის თანამდებობაზე. 1944 წელს სცადა მესამედ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ პრაიმერიზში მარცხი განიცადა[2].
სენატორმა ჰეტი კარაუეიმ მხარი დაუჭირა მშრალ კანონს. იყო ფრანკლინ დელანო რუზველტის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდამჭერი[1][9]. სენატში ხელმძღვანელობდა კანონპროექტების დარეგისტრირების კომიტეტს[6].
სენატში გატარებული წლებისა და შრომის მიუხედავად იგი სიტყვით ნაკლებად გამოდიოდა: 13 წლიანი სენატორობის პერიოდში სულ 15-ჯერ გამოვიდა სიტყვით. ამის გამო მას ჟურნალისტებმა „წყნარი ჰეტი“ შეარქვეს[10].
უკანასკნელი წლები
რედაქტირებასენატი დატოვა 1945 წლის 3 იანვარს, მაგრამ გააგრძელა პოლიტიკური მოღვაწეობა. 1945 წლიდან 1946 წლამდე მსახურობდა შეერთებული შტატების მშრომელთა კომპენსაციის კომისიაში. 1946 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა სააპელაციო საბჭოში. გარდაიცვალა 1950 წლის 21 დეკემბერს ინსულტის შედეგად ვირჯინიაში. დაკრძალულია უესტლონის სასაფლაოზე ჯონსბოროში, მეუღლის გვერდით[1][5].
ლიტერატურა
რედაქტირება- Silent Hattie Speaks: The Personal Journal of Senator Hattie Caraway, edited by Diane D. Kincaid (1979), ISBN 978-0313208201
- Hattie Wyatt Caraway Papers University of Arkansas, Special Collections Department, MS C17
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Hattie Ophelia Wyatt Caraway (1878–1950) - Encyclopedia of Arkansas. www.encyclopediaofarkansas.net. ციტირების თარიღი: 2018-06-01.
- ↑ 2.0 2.1 CARAWAY, Hattie Wyatt - Biographical Information. bioguide.congress.gov. ციტირების თარიღი: 2018-06-01.
- ↑ Nancy Hendricks, Senator Hattie Caraway: An Arkansas Legacy (2013)
- ↑ Bill Clinton's native Arkansas no friend to women.
- ↑ 5.0 5.1 „Hattie Ophelia Caraway | United States senator“. Encyclopedia Britannica (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-11-17.
- ↑ 6.0 6.1 Hattie Wyatt Caraway. www.nndb.com. ციტირების თარიღი: 2018-06-01.
- ↑ Our Campaigns - AR US Senate Special Race - Jan 12, 1932. www.ourcampaigns.com. ციტირების თარიღი: 2018-06-01.
- ↑ U.S. Senate: Hattie Wyatt Caraway: A Featured Biography. www.senate.gov. ციტირების თარიღი: 2018-06-01.
- ↑ Hattie Wyatt Caraway. www.nndb.com. ციტირების თარიღი: 2018-11-17.
- ↑ Molly A. Mayhead, Brenda DeVore Marshall. Women's Political Discourse: A 21st-Century Perspective. — Rowman & Littlefield Publishers, 2005-09-21. — 309 с. — ISBN 9781461622444.