ჰერჰერის წყალსაცავი
ჰერჰერის წყალსაცავი (სომხ. Գերգերի ջրամբար) — წყალსაცავი სომხეთში. მდებარეობს ვაიოცძორის პროვინციაში, სოფელ ჰერჰერის ქვემოთ, ზღვის დონიდან 1430 მეტრ სიმაღლეზე. წყალსაცავი აგებულია მდინარე ჰერჰერზე. წყალსაცავის მოცულობა 26 მილიონი მ³-ია. მის მარჯვენა მხარეს მდებარეობს ვულკანი დარ-ალაგესი.[1]
ჰერჰერის წყალსაცავი | |
---|---|
სომხ. Գերգերի ջրամբար | |
კოორდინატები: 39°42′40″ ჩ. გ. 45°32′50″ ა. გ. / 39.71111° ჩ. გ. 45.54722° ა. გ. | |
ქვეყანა | სომხეთი |
ტერიტორიული ერთეული | ვაიოცძორის პროვინცია |
ზღვის დონიდან | 1430 მ |
მოცულობა | 0,026 კმ³ |
მდინარე | ჰერჰერი |