ჰერმან საბო
ჰერმან საბო (დ. 18 ნოემბერი, 1988, თბილისი)[1] — უნგრული წარმოშობის[2] ქართველი პოლიტიკოსი. პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრი. 2021 წლის 19 ნოემბრიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გირჩი“. 2021 წლის ივლისიდან ნოემბრამდე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ აპარატის თანამშრომელი.
ჰერმან საბო | |
---|---|
დაბადების თარიღი | 18 ნოემბერი, 1988 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | საქართველო |
პარტია | გირჩი |
2012 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალობით. 2019 წელს მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში გამართულ შუალედურ არჩევნებზე იყო „გირჩის“ კანდიდატი. მიიღო ხმების 4,76% (701 ხმა).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჰერმან საბო — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: ჰერმან საბო. declaration.gov.ge (8 დეკემბერი, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-16. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2022
- ↑ „თუ მაინც მომიწია ისტორიაში შესვლა, ჰერმან მეფე ძალიან ადამიანური და ჰუმანური მეფის სახელით შევა“ - ვინ არის "„გირჩის სამეფოს“ მეფე ჰერმან საბო