ჰერმან ობერთი
ჰერმან ობერთი (დ. 25 ივნისი, 1894, სიბიუ — გ. 28 დეკემბერი, 1989) — გერმანელი რაკეტული ტექნიკის სპეციალისტი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1913-1923 წლებში სწავლობდა მიუნხენის, კლუჟის, გეტინგენის და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1938-1940 წლებში ატარებდა ექსპერიმენტებს რაკეტული ტექნიკის დარგში. 1941-1945 წლებში იყო ინჟინერ-კონსულტანტი გერმანიის სამხედრო-კვლევით ცენტრში პენემიუნდში, ხოლო შემდეგ ვესტფალია-ანჰალტის ფეტქებადი ნივთიერების ქარხანაში მუშაობდა დენთიანი სამხედრო რაკეტების დამუშავებაზე. 1955-1958 წლებში სხვა გერმანელ მეცნიერებთან ერთად აშშ-ში მუშაობდა სარაკეტო პროგრამაზე. ამის შემდეგ დაბრუნდა დასავლეთ გერმანიაში, სადაც დაამუშავა რაკეტული ფრენის თეორიული საკითხები. ავტორია წიგნისა „Die Rakete zu den Planetenräumen“ („რაკეტები კოსმოსურ სივრცეში“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 491-492.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჰერმან ობერთი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)