ჰერკულესი (ლათ. dynastes hercules) — მწერი ფირფიტულვაშიან ხოჭოების ოჯახისა. მამლის სხეულის სიგრძე 15-სმ აღწევს. აქვს 2 რქა: ერთი გრძელი და მსხვილია, მოთავსებულია შუბლზე, მიმართულია წინ და ზემოთ, მეორე კიდევ უფრო გრძელია, მოთავსებულია წინა ზურგზე და გადმოღუნულია შუბლზე. დედალი ბევრად მომცროა. მისი სიგრძე აღწევს 9 სანტიმეტრს და ურქოა. ჰერკულესი გავრცელებულია სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში.

ჰერკულესი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
dynastes hercules

ლიტერატურა

რედაქტირება