ჰერათის კამპანია (1729)

ჰერათის კამპანია (1729)
ნადირ-შაჰის ავღანეთის კამპანია ნაწილი

კამპანიის რუკა, სადაც ნაჩვენებია მხარეების ძირითადი მანევრები
თარიღი 4 მაისი1 ივლისი 1729
მდებარეობა ხორასანი
შედეგი სპარსეთის გამარჯვება: ჰერათი გახდა სპარსეთის ვასალი
მხარეები
სეფიანთა იმპერია ავღანეთი დურანი (ტომი) (აბდალი)
მეთაურები
ნადირ-შაჰი ალაჰიარ-ხანი
ზულფაკარ-ხანი
ძალები
დაახლ. 20000 27000
  • • ალაჰიარ-ხანი: 15000
  • • ზულფაკარ-ხანი: 12000

ჰერათის კამპანია (1729)ნადირ-შაჰის სპარსული ჯარების მიერ ავღანეთის დურანის (აბდალი) ტომის ტერიტორიების და დედაქალაქ ჰერათის დაპყრობის შეტაკებების და ბრძოლების სერიის ნაწილი. კონფლიქტმა აჩვენა ნადირ-შაჰის ტაქტიკური შესაძლებლობები და გააძლიერა მისი ჯარი ავღანეთის მსუბუქი კავალერიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიღებულმა გამოცდილებამ ფასდაუდებელი გავლენა იქონია მომავალ გამარჯვებაზე დამღანში.  [1]

წინაისტორია რედაქტირება

ნადირ-შაჰი გულმოდგინედ ემზადებოდა ჰერათის ექსპედიციისთვის, მაგრამ მას ხელი თავდაპირველად შაჰ-თამაზ II-ის ქმედებებმა შეუშალა ხელი, რომელმაც ნადირ-შაჰი მოღალატედ გამოაცხადა. ნადირ-შაჰმა შაჰ-თამაზ II-ის წინააღმდეგ ჩაატარა საბზევარის ექსპედიცია და შეთანხმებას მიაღწია. 1729 წლის 4 მაისს თამაზ II-ის თანხლებით (მეთვალყურეობის ქვეშ რომ ჰყოლოდა), ნადირ-შაჰმა წამოიწყო კამპანია ავღანელი დურანების წინააღმდეგ.

დურანების ძალებს შეადგენდა ქაფერ-კალეჰის ირგვლივ თავმოყრილი 15 000 მხედარი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჰერათის გუბერნატორი ალაჰიარ-ხანი და 12 000 პირისგან შემდგარი რაზმი  თვითნებური მეთაურის — ზულფაკარ-ხანის ხელმძღვანელობით, რომელიც ქაფერ-კალეჰს სამხრეთიდან უახლოვდებოდა.

მიმდინარე ბრძოლებისა და მანევრირების დროს ნადირ-შაჰმა  შეძლო დურანების  შემოტევის შეკავება და უზრუნველყო, რომ ალაჰიარ ხანს თავისი ჯარი აღმოსავლეთისაკენ წაეყვანა.

ბერძენი ვაჭრის ბასილი ვატაცესინის გადმოცემით, რომელიც ნადირ-შაჰის ლაშქრობის მოწმე გახლდათ, არმიის საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად ნადირ-შაჰი ატარებდა ყოვედღიურ წვრთნებს. ასევე საბრძოლო ველზე მისვლისას, თავად ესალმებოდა 100 ან 1000 კაცისგან შემდგარ რაზმებს.

სამხედრო მომზადების დასრულების შემდეგ ნადირი თამაზთან  II-თან ერთად მეშჰედიდან ჰერათში გაემგზავრა. ცოტა მოგვიანებით, როდესაც  ავღანელებმა შეიტყვეს ნადირის არმიის მომზადების დონის შესახებ, გაერთიანდნენ ჰერათში ალაჰიარ-ხანის ხელმძღვანელობით.[2]

ჰერათის გზა რედაქტირება

კაფერ კალეჰის ბრძოლა ნადირისთვის ტაქტიკურ გამარჯვებად შემობრუნდა. ბრძოლის შუაგულში მზვერავებმა ნადირს ზულფაკარ -ხანის ჯარების მოახლოების შესახებ შეატყობინეს და შაჰმა ხრიკის გამოყენება გადაწყვიტა. სპარსეთის ჯარების კოლონა გაგზავნეს ალახიარ-ხანის ლაშქრის გვერდის ავლით: ჯარისკაცებმა ხმამაღლა დაუკრეს, ალაჰიარ-ხანმა ჩათვალა, რომ ასე ზეიმობდნენ სპარსელები ზულფაკარ-ხანის დამარცხებას და უკან დახევის ბრძანება გასცა. როგორც კი ალახიარმა თავისი არმია ჰერათისკენ წაიყვანა, ნადირ-შაჰმა დაადევნა არმიის ნაწილი, ამავედ როს თავისი არმიის მოწინავე ნაწილი თავისთან დაიტოვა  ზულფაკარ-ხანის შეტევის მოსაგერიებლად. თუმცა, სპარსელების პოზიციებთან მიახლოებისას, ზულფაკარ-ხანის ჯარები ქვიშის ქარიშხალში გაეხვია: ბრძოლა შეუძლებელი გახდა და ავღანელებმაც გადაწყვიტეს ჰერათში წასვლა.

მალე ნადირ-შაჰი ჰერათს მიუახლოვდა, სადაც მას ალახიარ-ხანისა და ზულფაკარ ხანის გაერთიანებული ძალები დახვდა.

ჰერათის დაპყრობა რედაქტირება

ჰერათისათვის შემდგომ ბრძოლაში კვლავ გადამწყვეტი როლი შეასრულეს სპარსელმა მსროლელებმა და კავალერიის ფალანგურმა დარტყმებმა. დურანის ჯარისკაცების ფრონტალური შეტევა სპარსეთის ქვეითი ხაზის ცეცხლმა შეაჩერა. შედეგად, ავღანელები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ ქალაქის კედლების დაცვის ქვეშ. ჰერათი ალყაში მოექცა სპარსული თოფებისა და ნაღმტყორცნების ძლიერი ცეცხლის ქვეშ, რამაც საბოლოოდ აიძულა ალახიარ ხანი მიეღო სამშვიდობო პირობები და ეღიარებინა სპარსეთის ჰეგემონია ჰერათზე.

შედეგი რედაქტირება

მოგვიანებით დაპყრობილი ავღანელები ნადირ-შაჰის სანდო მეომრები და მეთაურები გახდნენ. ზოგიერთი ავღანური ტომი გადავიდა მეშჰედში. ნადირ-შაჰი თამაზთან  ერთად ქალაქ მეშჰედში 1729 წლის 1 ივლისს  შევიდა.

ამ დამარცხებით დამწუხრებული ავღანელები ერთხელ აჯანყდნენ. მაგრამ მათი აჯანყება ჩაახშეს. მათი დამარცხების შედეგად სეფიანთა იმპერიაში განადგურდა მითი ავღანელთა უძლეველობის შესახებ. შედეგად საგრძნობლად აიწია ჯარისკაცთა ზნეობამ გილზაი ავღანელებთან ომის წინა პერიოდში. [3]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Michael Axworthy, The Sword of Persia: Nader Shah, from Tribal Warrior to Conquering Tyrant Hardcover 348 pages (26 July 2006) Publisher: I.B. Tauris Language: English ISBN 1-85043-706-8

სქოლიო რედაქტირება

  1. Moghtader, Gholam-Hussein(2008). The Great Batlles of Nader Shah,p. 16. Donyaye Ketab
  2. Mehman Süleymanov. Nadir şah. — Tehran, 2010. — 158 с. — ISBN 978-600-91345-8-8. დაარქივებულია 25 სექტემბერი 2021 Wayback Machine
  3. Ghafouri, Ali(2008). History of Iran’s wars: from the Medes to now,p. 371. Etela’at Publishing