ჰეპატოციტების ზრდის ფაქტორი
ჰეპატოციტების ზრდის ფაქტორი (HGF) — პარაკრინული მოქმედების, უჯრედების ზრდის, მოძრაობის და მორფოგენური ფაქტორი. იგი სეკრეტირდება მეზენქიმური უჯრედების მიერ და მის სამიზნე უჯრედს ძირითადად ეპითელური და ენდოთელიალური უჯრედები წარმოადგენენ, თუმცა ასევე მოქმედებს ჰემატოპოეზურ პროგენიტორულ უჯრედებსა და T უჯრედებზე. ნაჩვენებია, რომ მას აქვს მნიშვნელოვანი როლი ემბრიონის ორგანოების განვითარებაში, კონკრეტულად მიოგენეზში. ასევე ზრდასრული ორგანოების რეგენერაციაში და ჭრილობების შეხორცებაში[1].
ფუნქცია
რედაქტირებაჰეპატოციტების ზრდის ფაქტორი არეგულირებს უჯრედების ზრდას, მოძრაობას და მორფოგენეზს, პროტოონკოგენურ c-Met რეცეპტორთან შეკავშირებით და თიროზინკინაზას სასიგნალო კასკადის გააქტიურებით[2][3]. ჰეპატოციტების ზრდის ფაქტორი სეკრეტირდება თრომბოციტებისა[4] და მეზენქიმული უჯრედების მიერ და მოქმედებს როგორც მრავალფუნქციური ციტოკინი, ძირითადად ეპითელური წარმოშობის უჯრედებზე. მიტოგენეზის, უჯრედების მოძრაობისა და მატრიქსის ინვაზიის სტიმულირების უნარის გამო, მას ცენტრალური როლი აქვს ანგიოგენეზში, სიმსივნის პროგრესირებისა და ქსოვილების რეგენერაციის პროცესში[5].
სტრუქტურა
რედაქტირებაHGF სეკრეტირდება როგორც ერთი არააქტიური პოლიპეპტიდი და იშლება სერინ პროტეაზებით 69 kDa ალფა და 34 kDa ბეტა ჯაჭვად. ალფა და ბეტა ჯაჭვებს შორის დისულფიდური კავშირით წარმოიქმნება აქტიური, ჰეტეროდიმერული მოლეკულა. ცილა მიეკუთვნება S1 პეპტიდაზებს, მაგრამ არ გააჩნია შესამჩნევი პროტეაზული აქტივობა[5].
კლინიკური მნიშვნელობა
რედაქტირებაადამიანის HGF პლაზმიდური თერაპია განიხილება, როგორც კორონარული არტერიული დაავადებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ გულის დაზიანების პოტენციური მკურნალობის გზა[6][7]. კარგადაა შესწავლილი HGF-ის ეფექტი ეპითელური, ენდოთელურ და ჰემატოპოეზურ პროგენიტორ უჯრედებზე. HGF ასევე არეგულირებს T უჯრედების ქემოტაქსისს გულის ქსოვილში. HGF-ის შეკავშირება c-Met-ექსპრესირებად T უჯრედებზე, იწვევს c-Met, CXCR3 და CCR4-ის ექსპრესიის ზრდას, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს გულის ქსოვილში უჯრედების მიგრაციის უნარს[8]. HGF ასევე ხელს უწყობს ანგიოგენეზს იშემიური დაზიანების დროს[9]. HGF შესაძლოა შემდგომში გამოყენებულ იქნას ჩიკუნგუნიას ვირუსით გამოწვეული ართრალგიის ქრონიკული მიმდინარეობის პროგნოზისთვის. HGF-ის მაღალი დონე კორელაციაშია გამოჯანმრთელების მაღალ მაჩვენებლებთან[10].
HGF-ის ჭარბი ექსპრესია სარძევე ჯირკვლებში, ჩართულია მაკრომასტიაში[11]. HGF ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სარძევე ჯირკვლის ნორმალურ განვითარებაში[12][13].
HGF ასევეჩართულია სხვადასხვა ტიპის სიმსივნეში, მათ შორის ფილტვების, პანკრეასის, ფარისებრი ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის და სარძევე ჯირკვლების.[14][15][16]
მოცირკულირე დონე
რედაქტირებაგულის შორსწასული უკმარისობის მქონე პაციენტების პლაზმაში აღინიშნება HGF-ის გაზრდილი დონე, რაც დაკავშირებულია უარყოფით პროგნოზთან და სიკვდილიანობის მაღალ რისკთან[17][18]. მოცირკულირე HGF ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში იდენტიფიცირებულია, როგორც დაავადების სიმძიმის პროგნოზული მარკერი[19]. ასევე შემოთავაზებულია მოცირკულირე HGF-ის გამოყენება ნაწლავის ანთების მწვავე ფაზის ნაადრევ ბიომარკერად[20].
მოდულატორები
რედაქტირებადიჰექსა არის მცირე მოლეკულური ნაერთი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება HGF-ს და აძლიერებს მის უნარს გაააქტიუროს მისი რეცეპტორი, c-Met[21]. იგი არის ნეიროგენეზის ძლიერი ინდუქტორი და შეისწავლება ალცჰეიმერის დაავადებისა და პარკინსონის დაავადების პოტენციური მკურნალობისთვის[22][23].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Gallagher, J.T., Lyon, M. (2000). „Molecular structure of Heparan Sulfate and interactions with growth factors and morphogens“, რედ. Iozzo, M, V.: Proteoglycans: structure, biology and molecular interactions. Marcel Dekker Inc. New York, New York, გვ. 27–59.
- ↑ Bottaro DP, Rubin JS, Faletto DL, Chan AM, Kmiecik TE, Vande Woude GF, Aaronson SA (February 1991). „Identification of the hepatocyte growth factor receptor as the c-met proto-oncogene product“. Science. 251 (4995): 802–4. Bibcode:1991Sci...251..802B. doi:10.1126/science.1846706. PMID 1846706.
- ↑ Johnson M, Koukoulis G, Matsumoto K, Nakamura T, Iyer A (June 1993). „Hepatocyte growth factor induces proliferation and morphogenesis in nonparenchymal epithelial liver cells“. Hepatology. 17 (6): 1052–61. doi:10.1016/0270-9139(93)90122-4. PMID 8514254.
- ↑ Custo, S; Baron, B; Felice, A; Seria, E (5 July 2022). „A comparative profile of total protein and six angiogenically-active growth factors in three platelet products“. GMS Interdisciplinary Plastic and Reconstructive Surgery DGPW. 11 (Doc06): Doc06. doi:10.3205/iprs000167. PMC 9284722 შეამოწმეთ პარამეტრი
|pmc=
(დახმარება). PMID 35909816 შეამოწმეთ პარამეტრი|pmid=
(დახმარება). - ↑ 5.0 5.1 Entrez Gene: HGF hepatocyte growth factor (hepapoietin A; scatter factor).
- ↑ Yang ZJ, Zhang YR, Chen B, Zhang SL, Jia EZ, Wang LS, Zhu TB, Li CJ, Wang H, Huang J, Cao KJ, Ma WZ, Wu B, Wang LS, Wu CT (July 2009). „Phase I clinical trial on intracoronary administration of Ad-hHGF treating severe coronary artery disease“. Molecular Biology Reports. 36 (6): 1323–9. doi:10.1007/s11033-008-9315-3. PMID 18649012. S2CID 23419866.
- ↑ Hahn W, Pyun WB, Kim DS, Yoo WS, Lee SD, Won JH, Shin GJ, Kim JM, Kim S (October 2011). „Enhanced cardioprotective effects by coexpression of two isoforms of hepatocyte growth factor from naked plasmid DNA in a rat ischemic heart disease model“. The Journal of Gene Medicine. 13 (10): 549–55. doi:10.1002/jgm.1603. PMID 21898720. S2CID 26812780.
- ↑ Komarowska I, Coe D, Wang G, Haas R, Mauro C, Kishore M, Cooper D, Nadkarni S, Fu H, Steinbruchel DA, Pitzalis C, Anderson G, Bucy P, Lombardi G, Breckenridge R, Marelli-Berg FM (September 2016). „Hepatocyte Growth Factor Receptor c-Met Instructs T Cell Cardiotropism and Promotes T Cell Migration to the Heart via Autocrine Chemokine Release“. Immunity. 42 (6): 1087–99. doi:10.1016/j.immuni.2015.05.014. PMC 4510150. PMID 26070483.
- ↑ Chang HK, Kim PH, Cho, HM, Yum, SY, Choi, YJ, Lee D, Kang I, Kang KS, Jang G, Cho JY (Sep 2016). „Inducible HGF-secreting Human Umbilical Cord Blood-derived MSCs Produced via TALEN-mediated Genome Editing Promoted Angiogenesis“. Molecular Therapy. 24 (9): 1644–54. doi:10.1038/mt.2016.120. PMC 5113099. PMID 27434585.
- ↑ Chow A, Her Z, Ong EK, Chen JM, Dimatatac F, Kwek DJ, Barkham T, Yang H, Rénia L, Leo YS, Ng LF (January 2011). „Persistent arthralgia induced by Chikungunya virus infection is associated with interleukin-6 and granulocyte macrophage colony-stimulating factor“. The Journal of Infectious Diseases. 203 (2): 149–57. doi:10.1093/infdis/jiq042. PMC 3071069. PMID 21288813.
- ↑ Zhong A, Wang G, Yang J, Xu Q, Yuan Q, Yang Y, Xia Y, Guo K, Horch RE, Sun J (July 2014). „Stromal-epithelial cell interactions and alteration of branching morphogenesis in macromastic mammary glands“. Journal of Cellular and Molecular Medicine. 18 (7): 1257–66. doi:10.1111/jcmm.12275. PMC 4124011. PMID 24720804.
- ↑ Niranjan B, Buluwela L, Yant J, Perusinghe N, Atherton A, Phippard D, Dale T, Gusterson B, Kamalati T (1995). „HGF/SF: a potent cytokine for mammary growth, morphogenesis and development“. Development. 121 (9): 2897–908. doi:10.1242/dev.121.9.2897. PMID 7555716.
- ↑ Kamalati T, Niranjan B, Yant J, Buluwela L (1999). „HGF/SF in mammary epithelial growth and morphogenesis: in vitro and in vivo models“. J Mammary Gland Biol Neoplasia. 4 (1): 69–77. doi:10.1023/A:1018756620265. PMID 10219907. S2CID 9310133.
- ↑ (6 December 2012) Growth Factors and Wound Healing: Basic Science and Potential Clinical Applications. Springer Science & Business Media, გვ. 311–. ISBN 978-1-4612-1876-0.
- ↑ Sheen-Chen SM, Liu YW, Eng HL, Chou FF (March 2005). „Serum levels of hepatocyte growth factor in patients with breast cancer“. Cancer Epidemiology, Biomarkers & Prevention. 14 (3): 715–7. doi:10.1158/1055-9965.EPI-04-0340. PMID 15767355. S2CID 3089594.
- ↑ El-Attar HA, Sheta MI (2011). „Hepatocyte growth factor profile with breast cancer“. Indian Journal of Pathology & Microbiology. 54 (3): 509–13. doi:10.4103/0377-4929.85083. PMID 21934211.
- ↑ Richter B, Koller L, Hohensinner PJ, Zorn G, Brekalo M, Berger R, Mörtl D, Maurer G, Pacher R, Huber K, Wojta J, Hülsmann M, Niessner A (September 2013). „A multi-biomarker risk score improves prediction of long-term mortality in patients with advanced heart failure“. International Journal of Cardiology. 168 (2): 1251–7. doi:10.1016/j.ijcard.2012.11.052. PMID 23218577.
- ↑ Rychli K, Richter B, Hohensinner PJ, Kariem Mahdy A, Neuhold S, Zorn G, Berger R, Mörtl D, Huber K, Pacher R, Wojta J, Niessner A, Hülsmann M (July 2011). „Hepatocyte growth factor is a strong predictor of mortality in patients with advanced heart failure“. Heart. 97 (14): 1158–63. doi:10.1136/hrt.2010.220228. PMID 21572126. S2CID 22426278.
- ↑ Nakamura S, Morishita R, Moriguchi A, Yo Y, Nakamura Y, Hayashi S, Matsumoto K, Matsumoto K, Nakamura T, Higaki J, Ogihara T (December 1998). „Hepatocyte growth factor as a potential index of complication in diabetes mellitus“. Journal of Hypertension. 16 (12 Pt 2): 2019–26. doi:10.1097/00004872-199816121-00025. PMID 9886892. S2CID 6615179.
- ↑ Sorour AE, Lönn J, Nakka SS, Nayeri T, Nayeri F (January 2015). „Evaluation of hepatocyte growth factor as a local acute phase response marker in the bowel: the clinical impact of a rapid diagnostic test for immediate identification of acute bowel inflammation“. Cytokine. 71 (1): 8–15. doi:10.1016/j.cyto.2014.07.255. PMID 25174881.
- ↑ Benoist CC, Kawas LH, Zhu M, Tyson KA, Stillmaker L, Appleyard SM, Wright JW, Wayman GA, Harding JW (November 2014). „The procognitive and synaptogenic effects of angiotensin IV-derived peptides are dependent on activation of the hepatocyte growth factor/c-met system“. The Journal of Pharmacology and Experimental Therapeutics. 351 (2): 390–402. doi:10.1124/jpet.114.218735. PMC 4201273. PMID 25187433.
- ↑ Wright JW, Harding JW (2015). „The Brain Hepatocyte Growth Factor/c-Met Receptor System: A New Target for the Treatment of Alzheimer's Disease“. Journal of Alzheimer's Disease. 45 (4): 985–1000. doi:10.3233/JAD-142814. PMID 25649658.
- ↑ Wright JW, Kawas LH, Harding JW (February 2015). „The development of small molecule angiotensin IV analogs to treat Alzheimer's and Parkinson's diseases“. Progress in Neurobiology. 125: 26–46. doi:10.1016/j.pneurobio.2014.11.004. PMID 25455861. S2CID 41360989.