ჰეპარინი
ჰეპარინი,ასევე ცნობილი,როგორც არაფრაქცირებული ჰეპარინი (Unfractionated Heparin,UFH),არის მედიკამენტი,ჩვეულებრივი გლიკოზამინოგლიკანი.მას ფართო გამოყენება აქვს,როგორც ანტიკოაგულანტად (სისხლის გამათხელებელი).ის ასევე ხშირად გამოიყენება გულის შეტევის და არასტაბილური ანგინის სამკურანლოდ.ის მიიღება,როგორც ინტრავენურად ასევე კანქვეშ (დერმასა და ეპიდერმისს შორის),ჰეპარინს ასევე იყენებენ თირკმლის დიალიზის დროს.
გავრცელებული გვერდითი ეფექტებია: სისხლდენა და და ტკივილი ინექციის ადგილას,ასევე ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენია.ორსულობის პერიოდში,ჰეპარინის მიღება სრულიად უსაფრთხოა.ჰეპარინი აღმოაჩინეს 1916 წელს და შესულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ესენციური მედიკამენტების სიაში.
სამედიცინო გამოყენება
რედაქტირებაჰეპარინი არის ანტიკოაგულანტი,უშლის ხელს სისხლში თრომბების წარმოქმნას და მათ გარდაქმნას ემბოლად.ჰეპარინი,უშუალოდ თავად არ მონაწილეობს თრომბის დაშლაში,არამედ ის ააქტიურებს ადამიანის თრომბოლიზის მექანიზმებს,და ხელს უწყობს მათ ნორმალურ მუშაობაში.ჰეპარინი ანტიკოაგულანტად გამოიყენება,შემდები დაავადებების დროს:
გვერდითი ეფექტები
რედაქტირებაჰეპარინის ყველაზე სერიოზული გვერდითი ეფექტი არის ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენია,გამოწვეული იმუნური რეაქციით,რომელიც იწვევს ადამიანის სისხლის ფირფიტების (თრომბოციტები) დეგრადირებას.ამ დაავადების ტავიდან აცილება შეიძლება, მედიკამენტის მიღების შეწყვეტით.ასევე კეთილთვისებიანი თრომბოციტოპენია (სისხლის ფირფიტების ნაკლებობა),რომელიც ხშირად გამოწვეულია,ჰეპარინის ნაადრევი მიღებით შესაძლოა,შეწყდეს მედიკამენტის მიღების შეწყვეტის გარეშეც.გავრცელებული გვერდითი ეფექტია ასევე ჰიპერკალემია,რომელიც ჰეპარინის მიღებისას,პაციენტების 5-10% აღენიშნებათ.ასევე ერთ-ერთი გვერდითი ეფექტია ამინოტრანსფერაზების დონის აწევა,რომელიც პაციენტთა 80%-ს აღენიშნება.
ჰეპარინის ანტიდოტი
რედაქტირებაჰეპარინის მოქმედების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს,პროტამინ სულფატს.ეს პრეპარატი გამოიყენება მათთვის,ვინც ჰეპარინის დოზის გადაჭარბებით მიმდინარე გართულებები აღენიშნებათ,ან მათთვის ვისაც ჰეპარინი,როგორც მედიკამენტი აღარ ესაჭიროება და სურს მისი ეფექტის შექცევა.
ფიზიოლოგიური ფუნქცია
რედაქტირებაჰეპარინის ნორმალური როლი ადამიანის ორგანიზმში,ნაკლებად ცნობილია.ჰეპარინი,ჩვეულებრივად გროვდება მასტოციტებში,და გამოიყოფა მხოლოდ სისხლის მიმოქცევის სისტემაში კერძოდ,ქსოვილის დაზიანების ადგილზე.ნათქვამია,რომ ანტიკოაგულაციის გარდა,ჰეპარინის მთავარი ფუნქციაა,ასეთი დაზიანებული ადგილების დაცვა ბაქტერიების შეჭრისგან.ის არის ყველაზე ძლიერ სულფირებული გლიკოზამინოგლიკანი.
ფარმაკოლოგია
რედაქტირებაბუნებაში ჰეპარინი,არის პოლიმერი ჯაჭვის სხვა და სხვა სიგრძით.