ჰენუტანები
იეროგლიფებში
Hnw
t
tA
N21 Z1
nb

ჰენუტანები („ორივე მიწის ქალბატონი“) — ამენჰოტეპ III-ის მესამე შვილი სიტამონისა და ისეტის შემდეგ. მისი კოლოსალური ქანდაკება აღმოაჩინეს მედინეთ-აბუში[1]. ეს არის ტახტზე მჯდომი ამენჰოტეპ III-ისა და მისი ცოლის ტიიას შვიდმეტრიანი სკულპტურა. მათთან ერთად არის მათი სამი ქალიშვილი მარჯვნივ ნებეტაჰი, ცენტრში ჰენუტანები, ხოლო მარცხნივ მდებარე შვილის სახელი დაკარგულია[2]. ჰენუტანები ასევე გამოსახულია სარდიონის დაფაზე სოლების ტაძარში თავის და ისეტთან ერთად.

ამენჰოტეპ III-ისა და ტიიას კოლოსალუი ქანდაკება, მათ შორის ზის ჰენუტანები. ეგვიპტის მუზეუმი

მამის გარდაცვალების შემდეგ აღარ მოიხსენიება.

  1. Aidan Dodson & Dyan Hilton, The Complete Royal Families of Ancient Egypt, Thames & Hudson (2004), p.156
  2. O’Connor, David & Cline, Eric., Amenhotep III: Perspectives on his Reign, University of Michigan, 1998. p.7