ჰენრიეტ სეთი
ჰენრიეტ სეთი (Henriett Seth F., ნამდვილი სახელი ჰენრიეტა ფაიჩაკი (უნგრ. Fajcsák Henrietta); დ. 27 ოქტომბერი, 1980, ეგერი, უნგრეთი) — უნგრელი აუტიზმის მქონე მწერალი, მხატვარი და პოეტი.
ჰენრიეტ სეთი | |
---|---|
დაბადების სახელი | ფაიჩაკ ჰენრიეტა |
დაბადების თარიღი |
27 ოქტომბერი, 1980 ეგერი, უნგრეთი |
ეროვნება | უნგრელი |
მოქალაქეობა | უნგრეთი |
საქმიანობა |
მწერალი მხატვარი პოეტი |
ცნობილი ნაშრომები | „ჩაკეტილი ჩემს თავში აუტიზმთან ერთად“ |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფაიჩაკ ჰენრიეტა დაიბადა 1980 წლის 27 ოქტომბერს უნგრეთის ქალაქ ეგერში. ბავშვობაში უჭირდა კომუნიკაცია და თვალით კონტაქტიც კი. როცა მისმა მშობლებმა შეიტანეს განაცხადი მის სკოლაში მიღებაზე 1987 წელს, მის ქალაქში არსებულმა ყველა სკოლამ უარი თქვა მის მიღებაზე, ჰენრიეტის მწირი კომუნიკაციური უნარების გამო. მიუხედავად ამისა, ჰენრიეტმა ისწავლა საკუთარი თავის გამოხატვა ხელოვნების მეშვეობით.
მან 7 წლის ასაკში დაიწყო ფლეიტაზე დაკვრა, ხოლო 11 წლის ასაკში დაინტერესდა კონტრბასით. 13 წლის ჰენრიეტი უკვე მსოფლიოში სახელგანთქმული იყო, თავისი აბსტრაქტული და სიურრეალისტური ნახატებითა და პოეზიით. 18 წლის ჰენრიეტმა აიღო გეზა გარდონის პრიზი მისი ხელოვნებისა და პოეზიისათვის. მას შემდეგ მან შეისწავლა ფსიქოლოგია და დაწერა თავისი სახელგანთქმული წიგნი „ჩაკეტილი ჩემს თავში აუტიზმთან ერთად“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჰენრიეტ სეთი“ ვიკისაწყობში.
- აუტიზმის მქონე 14 არაჩვეულებრივი ქალბატონი