ჰენრიეტა ედვარდსი

ჰენრიეტა ედვარდსი (ინგლ. Henrietta Muir Edwards; დ. 18 დეკემბერი, 1849 — გ. 10 ნოემბერი, 1931) — კანადელი ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი, ავტორი და რეფორმატორი.[1] ყველაზე უფროსი კანადის „ცნობილ ხუთეულში“ (ემილი მერფი, ნელი მაკკლანგი, ლუიზ მაკკინი და ირენ პარლბი), რომლებიც ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის და კანონის წინაშე ქალების „პიროვნებად“ აღიარებისთვის იბრძოდნენ. ჰენრიეტა ლუიზ მუირი მონრეალში დაიბადა და ცხოვრობდა. იგი მაღალი საშუალო კლასის ოჯახში გაიზარდა, რომელიც კულტურასა და რელიგიას აფასებდა. ედვარდსი აქტიურად იყო ჩართული მრავალ რელიგიურ ორგანიზაციაში, სადაც მას ძველი ტრადიციების შესაბამისად ზრდიდნენ, რომლებშიც ქალთა გარიყვა მისაღები იყო.[2]

ჰენრიეტა ედვარდსი

ჰენრიეტა ედვარდსი
დაბადების თარიღი 18 დეკემბერი, 1849
გარდაცვალების თარიღი 10 ნოემბერი, 1931 (81 წლის)
საქმიანობა ქალთა უფლებების დამცველი
მეუღლე(ები) ოლივერ ს. ედვარდსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ედვარდსი 1849 წლის 18 დეკემბერს დიბადა.[1] 1875 წელს მან და მისმა დამ, ამელიამ, მონრელაში მუშა გოგონათა ასოციაცია დააარსეს, რომელიც გოგონებს საკვვებით, სამკითხველო ოთახებითა და სასწავლო კლასებით უზრუნვველყოფდა. იგი კანადაში ახალგაზრდა ქალთა ქრისტიანული ასოცაციის ერთ-ერთი პირველი მაგალითი გახდა. ასოციაცია გამოსცემდა პერიოდულ გაზეთს, „კანადის მუშა ქალები“, რომელიც საზოგადოებისთვის მუშათა პირობების გაცნობას ისახავდა მიზნად. ამ პროექტს ისინი საკუთარი ხარჯებით ახორციელებდნენ.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Henrietta Muir Edwards. Library and Archives Canada.
  • Bowcott, Judy; Herlinveaux, Ken. Ancestral Heritage: Henrietta Muir Edwards. Wineglass Ranch. ციტირების თარიღი: 14 May 2023
  • Roome, Patricia (November 1996). Henrietta Muir Edwards: The Journey of a Canadian Feminist (MA). Simon Fraser University. ციტირების თარიღი: 14 May 2023.
  1. 1.0 1.1 Silverman, Eliane Leslau; McLeod, Susanna (20 November 2020). „Henrietta Muir Edwards“. The Canadian Encyclopedia (online ed.). Historica Canada. ციტირების თარიღი: 14 May 2023.
  2. Sanderson, Kay (1999). 200 Remarkable Alberta Women. Calgary, Alberta: Famous Five Foundation, გვ. 3. ISBN 0-9685832-0-2.  დაარქივებული 24 September 2015[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  3. MacEwan, Grant (1995). Mighty Women: Stories of Western Canadian Pioneers. Vancouver, British Columbia: Greystone Books, გვ. 27–32. ISBN 9781926706344.