ჰემაჩანდრა სური (ჰინ. हेमचन्द्र सूरी ფსევდონიმია, ნამდვილი სახელია ჩამგადევა, დ. 1089 — გ. 1173) — ინდოელი (გუჯარათელი) მეცნიერი და მწერალი, ჯაინიზმის აპოლოგეტი. წერდა სინკრიტსა და პრაკრიტებზე. მისი „საქმენი 63 დიდი კაცისა“ ჯაინიზმის მოკლე მითოლოგიური გადმოცემაა, მოგვითხრობს წინასწარმეტყველთა ლეგენდარულ ბიოგრაფიებს, შეიცავს დიდ ფოლკლორულ მასალას და აქვს ისტორიული მნიშვნელობა. სპეციალური პოემა მიუძღვნა თავის მფარველს — გუჯარათის მეფეს კუმარაპალას („საქმენი კუმარაპალასი“). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი გრამატიკული თხზულებანი.

ჰემაჩანდრა
შეცდომა Lua: expandTemplate: template "lang-gu" does not exist
დაბ. თარიღი 1088[1] [2]
დაბ. ადგილი Dhandhuka, Chaulukya dynasty
გარდ. თარიღი 1172[3] [4] [5] [2]
გარდ. ადგილი Gujarat, Chaulukya dynasty[1] [6]
საქმიანობა მათემატიკოსი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, მწერალი და პოეტი

ლიტერატურა

რედაქტირება