ჰელოხი
ჰელოხი (გერმ. Hölloch) — კარსტული მღვიმე შვეიცარიაში, შვიცის კანტონში. ევროპის ერთ-ერთი უგრძესი მღვიმე. გააჩნია ორი შესასვლელი. საერთო სიგრძე დაახლოებით 200 კმ-მდე, სიღრმე 939 მ. ევროპის მღვიმეებს შორის სიგრძით მეორე ადგილზეა.[1] ქმნის მიწისქვეშა ხვრელების მრავალსართულიან რთულ სისტემას. გამომუშავებულია გლარნის ალპების ჩრდილოეთ შტოქედების ცარცულ კირქვებში, მუოტის ხეობაში.
ჰელოხი | |
---|---|
Hölloch | |
სპელეოლოგების სვლა ჰელოხის მღვიმეში | |
კოორდინატები: 46°58′35″ ჩ. გ. 8°47′18″ ა. გ. / 46.976639° ჩ. გ. 8.788389° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
ტერიტორიული ერთეული | შვიცის კანტონი |
სიგრძე | 200.421 მ |
სიღრმე | 938.6 მ |
აღმოჩენის წელი | 1875 |
კეთილმოწყობილი იქნა | 1906 წელს წელს |
შესასვლელთა რაოდენობა | 2 |
ამგებელი ქანები | კირქვა |
საიტი | *ოფიციალური საიტი |
მოიპოვება სტალაქტიტები, სტალგმიტები. დამახასიათებელია შესასვლელები და ჩაღრმავებები ელიფსოიდურ ჭრილში. მღვიმე ჰელოხი ცნობილია 1875 წლიდან. პირველ გამოკვლევებს ხელმძღვანელობდა ალოიზ ულრიხი. 1970 წლამდე ითვლებოდა მსოფლიოს უდიდეს მღვიმურ კომპლექსად. 1952 წელს მღვიმის გამოკვლეული ნაწილის სიგრძე უტოლდებოდა მხოლოდ 25 კილომეტრს, ხოლო 1968 წლისათვის გამოკვლეული ნაწილის სიგრძემ შეადგინა 100 კილომეტრი. დღეისათვის ჰელოხის საერთო სიგრძე უტოლდება 200 კმ-ს.
2010 წელს მღვიმეში აღმოაჩინეს ცოცხალი ორგანიზმი.[2] განვითარებულია ტურიზმი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bob Gulden. Worlds longest caves. Geo2 Committee on Long and Deep Caves. National Speleological Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-08.
- ↑ NZZ, Suche nach unterirdischem Leben, abgerufen am 25. April 2011