ჰელმუთ ვეიდლინგი (გერმ. Helmuth Weidling; დ. 2 ნოემბერი, 1891, ალბერშტადტი — გ. 17 ნოემბერი, 1955) — გერმანული არმიის არტილერიის გენერალი. ბერლინის უკანასკნელი კომენდანტი.

ჰელმუთ ვეიდლინგი 1943 წელს

დაიბადა 1891 წელს საქსონიის ქალაქ ალბერშტადტში, მედიცინის დოქტორის ოჯახში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1914 წლიდან მართავდა დირიჟაბლს. 1915 წელს მიიღო ობერ-ლეიტენენტის წოდება. მოგვიანებით საჰაერო ფლოტის მეთაურიც გახდა. 1938 წლიდან პოლკოვნიკია.

მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა პოლონეთში, საფრანგეთსა და ბალკანეთში. 1945 წლის 2 მაისს ხელი მოაწერა კაპიტულაციას და ტყვედ ჩაბარდა საბჭოთა ჯარებს. საბჭოთა სასამართლომ მიუსაჯა 25 წლიანი პატიმრობა. გარდაიცვალა ვლადიმირის ციხეში 1955 წლის 17 ნოემბერს გულის უკმარისობით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება