ჰელიკე (თანამგზავრი)
ჰელიკე (ძვ. ბერძნ. Ἑλίκη), იუპიტერ XLV, S/2003 J 6 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის ანანკეს ჯგუფში.
აღმოჩენა
რედაქტირებაჰელიკე აღმოაჩინეს 2003 წლის 6 თებერვალს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა სკოტ შეპარდის ხელმძღვანელობით და მიიღო დროებითი აღნიშვნა S/2003 J 6.[1][2][3] 2003 წლის 30 მარტს თანამგზავრმა მიიღო ოფიციალური სახელი ჰელიკე, ერთ-ერთი მუზის სახელი.[4]
ორბიტა
რედაქტირებაჰელიკე სრულ ბრუნვას აკეთებს იუპიტერის გარშემო საშუალოდ 21 263 000 კმ მანძილზე. 634 დღეში და 19 საათში. ორბიტას აქვს ექსცენტრისიტეტი 0,156. რეტროგრადული ორბიტის დახრილობა 154,8°-ია. ეკუთვნის ანანკეს ჯგუფს.
ფიზიკური მახასიათებლები
რედაქტირებაჰელიკეს დიამეტრი დაახლოებით 4 კმ-ია. სიმკვრივე შეფასებულია 2.6 გ/სმ³-ზე. სატელიტი სავარაუდოდ შედგება ძირითადად სილიკატური ქანებისგან. ძალიან ბნელ ზედაპირს აქვს ალბედო 0,04. ვარსკვლავიერი სიდიდე 22,6m
სქოლიო
რედაქტირება- ↑ IAUC 8087: Satellites of Jupiter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-04. ციტირების თარიღი: 2009-09-30. 4 марта 2003 (Открытие)
- ↑ MPEC 2003-E11: S/2003 J 1, 2003 J 2, 2003 J 3, 2003 J 4, 2003 J 5, 2003 J 6, 2003 J 7 თარგი:Архивировано 4 марта 2003 (Открытие и эфемериды)
- ↑ MPEC 2003-E29: S/2003 J 9, 2003 J 10, 2003 J 11, 2003 J 12; S/2003 J 1, 2003 J 6 დაარქივებული 2008-09-07 საიტზე Wayback Machine. 3 апреля 2003 (Исправленные эфемириды)
- ↑ IAUC 8502: Satellites of Jupiter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-15. ციტირების თარიღი: 2009-09-30. 30 марта 2005 (Присвоение имени спутнику)