ჰეიდარ ალიევის ძეგლი

ძეგლი აზერბაიჯანში
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰეიდარ ალიევის ძეგლი (აზერ. Heydər Əliyevin heykəli) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ძეგლი. არმართულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქში, ქალაქ ბაქოში. ძეგლის ავტორები არიან რუსი მოქანდაკეები სალავატ შერბაკოვი და მიხაილ ნოგინი. არქიტექტურული კომპლექსის გახსნა, რომელიც ასევე მოიცავს ჰეიდარ ალიევის ძეგლსაც, შედგა 2005 წლის 10 მქაისს, ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 82 წლის აღსანიშნავად, ჰეიდარ ალიევის სახელობის სასახლის მოპირდაპირედ ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაღში. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სამინისტროებისა და დეპარტამენტების წარმომადგენლები, პარლამენტის დეპუტატები, საზოგადო მოღვაწეები, ასევე აზერბაიჯანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები.

შექმნის ისტორია

რედაქტირება

კომპლექსის შექმნაზე მუშაობდნენ რუსეთის არქიტექტორთა და სკულპტორთა ჯგუფი მთავარი არქიტექტორის იგორ ვოსკრესენსკის ხელმძღვანელობით. ვოსკრესენსკიმ თავის ინტერვიუში „ნოვოსტებში“ განაცხადა:

„ ჰეიდარ ალიევი — უბრალოდ ადამიანი არ არის, არამედ ადამიანი, რომელმაც შექმნა აზერბაიჯანული სახელმწიფო თავისი მხრებით. ამის გათვალისწინებით დიდი პასუხისმგებლობა იყო ატმოსფეროს შექმნა, კომპლექსის ხასიათში ამ ადამიანის თვისებების გადმოცემა“.[1]

ძეგლის უშუალოდ შექმნაზე კი მუშაობდნენ მოქანდაკეები სალავატ შერბაკოვი და მიხაილ ნოგინი. შერბაკოვის თქმით ძეგლის შესაქმნელად გამოყენებული იქნა სამუდამო მასალები — ბრინჯაო და გრანიტი, ხოლო თვითონ ძეგლს ვძერწავდით მოსკოვში“.[1]

როგორც შერბაკოვმა აღნიშნა „ ეს იყო აზერბაიჯანელი და რუსი მხატვრების, მოქანდაკეებისა და მშენებლების ერთობლივი შემოქმედებითი ნაშრომი “. ამის გარდა ერთ-ერთ თანაავტორად იყო მეჰრიბან ალიევა (აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მეუღლე), რომელმაც ვარიანტების არჩევისას იძლეოდა მრავალ რჩევა-დარიგებას. შერბაკოვი აღნიშნავდა მას, როგორც კოლექტივის სრულყოფილ წევრს.[1]

კვარცხლბეკის დამზადებისას გამოყენებულ იქნა მასიური გრანიტი ბეტონის გარეშე. ძეგლის საერთო სიმაღლე შეადგენს — დაახლოებით 12 მეტრს. თვითონ ფიგურის სიმაღლე კვარცხლბეკის გარეშე — 5 მეტრზე მეტია, ხოლო აწეული ხელით — 6 მეტრს აღწევს.[1]