ჰეიდარის მეჩეთი

ჰეიდარ ალიევის სახელობის მეჩეთი, ბაქო, აზერბაიჯანი


ჰეიდარის მეჩეთი (აზერ. Heydər Məscidi) — აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის სახელობის მეჩეთი. მდებარეობს ბინაგადის რაიონში, ბაქო.[1]

ჰეიდარის მეჩეთი
აზერ. Heydər Məscidi
მდებარეობა ბაქო, აზერბაიჯანი
სტილი შირვან-აფშერონის არქიტექტურული სკოლა
დაწყების თარიღი 2012
დასრულების თარიღი 2014

ჰეიდარის მეჩეთის მშენებლობის განკარგულება გასცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და ჰეიდარ ალიევის ვაჟმა ილჰამ ალიევმა 2012 წელს. სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 2012 წლის სექტემბერში და დასრულდა 2014 წლის ბოლოს.

2014 წლის 26 დეკემბერს შედგა მეჩეთის გახსნის ოფიციალური ცერემონია. მასში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ქვეყნის პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ, ჩრდილოეთ კავკასიის მუფტისის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და ყარაჩაი-ჩერქეზეთის მუფტი ისმაილ ბერდიევი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბაქოს და აზერბაიჯანის ეპარქიის ხელმძღვანელი მამა ალექსანდრე, ბაქოს მთიელი ებრაელების რელიგიური გაერთიანების თავმჯდომარე მელიჰ ევდაევი, რუსეთის ფედერაციის კავკასიის მუსულმანთა სამმართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი შაფიკ ფშიახაჩევი და კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე შეიხ ალაჰშუქურ ფაშაზადე[2].

არქიტექტურა

რედაქტირება

მეჩეთის საერთო ფართობია 12.000 კვ მეტრი. თვით მეჩეთი შეადგენს 4200 კვ მეტრს. ფასადი სპეციალური ქვით არის მოპირკეთებული შირვან-აბშერონის არქიტექტურის სტილში. თითოეული მინარეთის სიმაღლე 95 მეტრია. მეჩეთს სულ 4 მინარეთი აქვს. მეჩეთის შიგნით, სპეციალური დეკორატიული ელემენტები გამოიყენება და გუმბათის კიდეებზე წმინდა ყურანიდან აიათებია მოჩუქურთმებული. მთავარი გუმბათის სიმაღლე 55 მეტრია, მეორე გუმბათი კი 35 მეტრია[2].

მეჩეთი მდებარეობს მისამართზე: ქალაქი ბაქო, ბინაგადის რაიონი, გამზი ბაბაშოვის ქუჩა[2].