ჰედვიგია იაგელონი
ჰედვიგია იაგელონი (გერმ. Hedwig Jagiellonica), აგრეთვე ცნობილია როგორც იადვიგა (პოლ. Jadwiga Jagiellonka; დ. 21 სექტემბერი, 1457 — გ. 18 თებერვალი, 1502) — იაგელონთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთის მეფე კაზიმირ IV-ისა და დედოფალ ელიზაბეთ ავსტრიელის ასული. ბავარიის ჰერცოგინია 1479-1502 წლებში როგორც გეორგ ბავარიელის მეუღლე.
ჰედვიგია იაგელონი | |
---|---|
ბავარია-ლანდშატის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 18 იანვარი, 1479 |
მმართ. დასასრული: | 18 თებერვალი, 1502 |
წინამორბედი: | ამალია საქსონიელი |
მემკვიდრე: | კუნიგუნდა ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 21 სექტემბერი, 1457 |
დაბ. ადგილი: | კრაკოვი, პოლონეთი |
გარდ. თარიღი: | 18 თებერვალი, 1502, (44 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბურგჰაუზენი, გერმანია |
მეუღლე: | გეორგი, ბავარიის ჰერცოგი |
შვილები: |
ელიზაბეთი, რაინის პფალცგრაფინია მარგარეტი |
დინასტია: | იაგელონები |
მამა: | კაზიმირ IV, პოლონეთის მეფე |
დედა: | ელიზაბეთ ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჰედვიგია დაიბადა 1457 წლის 21 სექტემბერს კრაკოვში. იგი იყო პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდ მთავარ კაზიმირ IV-ისა და დედოფალ ელიზაბეთ ავსტრიელის მეორე შვილი და პირველი გოგონა. 1474 წლიდან ბავარიისა და პოლონეთის სამეფო კარებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. საბოლოოდ შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ჰედვიგია ცოლად უნდა გაჰყოლოდა ბავარიის ჰერცოგ ლუდვიგ IX-ის უფროს ვაჟს, პრინც გეორგს;
ვინაიდან ჰედვიგიას დედის მხრიდან ისინი ახლო ნათესავები იყვნენ, ქორწინებაზე რომის პაპის თანხმობა იყო საჭირო, რომელიც მალევე მიიღეს.
1475 წლის 14 ნოემბერს ჰედვიგია და გეორგ ბავარიელი დაქორწინდნენ. საქორწინო ღონისძიებები ექვსი დღე გაგრძელდა და შუა საუკუნეების ყველაზე გლამურული ქორწილის სახელით შევიდა ისტორიაში. დღესაც კი, ქალაქ ლანდშატში, სადაც ისინი დაქორწინდნენ, ტრადიციულად ყოველ ოთხ წელიწადში ამ დღეს დიდი ზარ-ზეიმი იმართება ამ ამბავთან დაკავშირებით.
1485 წლიდან ჰედვიგია ბურგჰაუზენის ციხესიმაგრეში ცხოვრობდა. მათი ქორწინება ბედნიერი არ ყოფილა. მისი ქმარი საჯაროდ იყო ცნობილი, როგორც ლოთი და აღვირახსნილი კაცი. სამეფო კარის ცხოვრება გვიამბობს, რომ ბავშვების გაჩენის შემდეგ, ჰედვიგია გამუდმებით უკეტავდა კარს გეორგს, რადგან მასთან არანაირი ურთიერთობა აღარ სურდა. მათი ხუთი შვილიდან, მხოლოდ ორმა გოგონამ მიაღწია ზრდასრულობამდე.
ჰედვიგია 1502 წელს, ბურგჰაუზენში გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს ცისტერციანელთა ორდენის ეკლესიაში. 1803 წელს, ფრანგებმა ეს ეკლესია და მისი საფლავი გაანადგურეს.
შვილები
რედაქტირება- ლუდვიგი (1476-1496), გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
- რუპერტი (1477), გარდაიცვალა ჩვილი;
- ელიზაბეთი (1478-1504), ცოლად გაჰყვა რაინის პფალცგრაფ რუპერტს;
- მარგარეტი (1480-1531), დონაუს აბატისა;
- ვოლფგანგი (1482), გარდაიცვალა ჩვილი;
ლიტერატურა
რედაქტირება- Becker, Udo (2008). Enciclopedia de los símbolos. Barcelona: Swing. p. 77. ISBN 978-84-96746-34-3.
- Johann Dorner: Herzogin Hedwig und ihr Hofstaat - Das Alltagsleben auf der Burg Burghausen nach Originalquellen des 15. Jahrhunderts. In: Burghauser Geschichtsblätter. Nr. 53