ჰეგნორსკი (ნორვ. Høgnorsk „ზენორვეგიული“) — ნორვეგიული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი ვარიანტის ნიუნორსკის სახესხვაობა, რომელიც ლანდსმოლის ნორმებს უარყოფს და არც ერთ გატარებულ რეფორმას არ ექვემდებარება. მართალია, ლანდსმოლის გრამატიკულ წესებს გარკვეულწილად ერგება, მაგრამ ძირეული წარმოშობის გარკვეული ყრუ ბგერები ამოღებული აქვს.

პროფესორი ტარლაივ ჰანაასი ტერმინ „ჰეგნორსკის“ დამამკვიდრებლად მიიჩნევა, მან 1922 წელს პირველად გამოიყენა ეს სიტყვა „მაღალი დონის“ ნორვეგიულის შესატყვისად. მან ეს სიტყვა Hochdeutsch-ის (ზეგერმანულის) ანალოგიით შექმნა და დაამკვიდრა. ნიუნორსკის ორთოგრაფიის ფუძემდებელ ივარ ოსენს უკვე საფუძველი ჰქონდა მომზადებული წმინდა ნორვეგიული ენისათვის, რომელიც დასავლეთ და ცენტრალური ნორვეგიის მთიანი რეგიონების მოსახლეობის დიალექტით ცდილობდა ბარის მოსახლეობის ენის ჩანაცვლებას. ბარის ნორვეგიულს ჰანაასი flatnorsk-ს (ფლატნორსკი, დაბლობის ნორვეგიული, გერმანული „დაბლობის გერმანულის“ (Plattdeutsch) ანალოგიით) უწოდებდა. დღეისათვის საერთო მოსაზრებით ზენორვეგიული ყოველგვარ დიალექტზე ზევით დგას და ლინგვისტიკაში ეროვნული კულტურის გამოხატულებად მიიჩნევა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება