ჰეგემონი (თანამგზავრი)
ჰეგემონი (ძვ. ბერძნ. Ἡγεμόνη), იუპიტერ XXXIX, S/2003 J 8 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის პასიფაეს ჯგუფში.
აღმოჩენა
რედაქტირებაჰეგემონი აღმოაჩინეს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა სკოტ შეპარდის ხელმძღვანელობით 2003 წლის 8 თებერვალს და მიიღო დროებითი აღნიშვნა S/2003 J 8.[1][2] 2005 წლის 30 მარტს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა თანამგზავრს მიანიჭა ოფიციალური სახელი ჰეგემონა, ძველბერძნულ მითოლოგიაში ერთ-ერთი ქარიტის სახელი.[3]
ორბიტა
რედაქტირებაის იუპიტერის გარშემო ბრუნავს საშუალოდ 23 947 000 კმ მანძილზე 739 დღეში, 14 საათსა და 24 წუთში. რეტროგრადულ ორბიტას, რომლის ექსცენტრიულობაა 0,3276, აქვს დახრილობა ეკლიპტიკის მიმართ 153° (ეკვატორის მიმართ 151°). პასიფეს ჯგუფის ნაწილი.
ფიზიკური მახასიათებლები
რედაქტირებაჰეგემონის დიამეტრი დაახლოებით 3 კმ-ია. სიმკვრივე შეფასებულია 2.6 გ/სმ³-ზე. სავარაუდოდ შედგება სილიკატური ქანებისგან. ზედაპირი ძალიან ბნელია, ალბედო არის 0.04. ვარსკვლავიერი სიდიდე 22,9m.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ IAUC 8088: S/2003 J 8. 6 марта 2003 (Открытие)
- ↑ MPEC 2003-E24: S/2003 J 8 თარგი:Архивировано 6 марта 2003 (Открытие и эфемериды)
- ↑ IAUC 8502: Satellites of Jupiter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-15. ციტირების თარიღი: 2009-09-29. 30 марта 2005 (Присвоение имени спутнику)