ჰაჯი გულულარის სასახლე
ჰაჯი გულულარის სასახლე (აზერ. Hacı Quluların mülkü) — ისტორიული და არქიტექტურული ძეგლი ქალაქ შუშაში. აშენდა 1849 წელს მეორე გილდიის ვაჭრის გულუ მაჰამადალი-ოღლუს ბრძანებით.[1]
ჰაჯი გულულარის სასახლე | |
---|---|
აზერ. Hacı Quluların mülkü | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
ქალაქი | შუშა |
მდებარეობა | შუშა |
კოორდინატები | 39°45′43″ ჩ. გ. 46°45′31″ ა. გ. / 39.7622054694° ჩ. გ. 46.7588276194° ა. გ. |
მფლობელი | გულუ მაჰამადალი ოღლუ |
დაიწყო | 1849 |
გაიხსნა | 1849 |
განადგურდა | 1992 |
დღესდღეობით შემორჩენილია სასახლის კედლების ზოგიერთი ნაწილი.
ისტორია
რედაქტირებაშენობა აშენდა „ჩუხურ მეჰელეში“ (უბანში) მეორე გილდიის ვაჭრის გულუ მაჰამადალი-ოღლუს (აზერ. Qulu Məhəmmədəli oğlu) დაკვეთით.[2] მშენებლობა 1849 წელს დაიწყო.[1] ჰაჯი გულუ, რომელიც ოდესღაც ჯაფარგულ-ხან მუჰამედგასან-ოღლუ სარიჯალი-ჯავანშირს (აზერ. Cəfərqulu xan Məhəmmədhəsən ağa oğlu Sarıcalı-Cavanşirə) ემსახურებოდა, ვაჭრობით იყო დაკავებული. შედეგად, დროთა განმავლობაში, იგი გახდა შუშის ერთ-ერთი უმდიდრესი ვაჭარი.[2]
სასახლეს ჰქონდა 46 ოთახი და ორი დიდი სასტუმრო ოთახი. რუსი მხატვრის ვასილი ვერეშჩაგინის (რუს. Верещагин, Василий Васильевич), რომელიც 1865 წელს ეწვია შუშას, ნახატზე ასახაულია ამ სასახლის ერთ-ერთ დარბაზი.[3] 1992 წელს, სომხების მიერ შუშას ოკუპაციის დროს ჰაჯი გულუს სასახლე დაბომბეს, შედეგად მისი კედლები დაინგრა.[3] ამჟამად შემორჩენილია კედლების ზოგიერთი ნაწილი.[2][4]
გალერეა
რედაქტირებასასახლე 2021 წელს
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Salamzadeh 1964, p. 172.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Hacıqulların malikanəsi az. virtualkarabakh.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 21, 2021. ციტირების თარიღი: December 20, 2021.
- ↑ 3.0 3.1 Əsirlikdə olan Azərbaycan abidələri az. armenianvandalism.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 19, 2016. ციტირების თარიღი: December 20, 2021.
- ↑ Зульфугар Ибрагимов. Все, что разрушили или присвоили армянские вандалы в Шуше ru. day.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 21, 2020. ციტირების თარიღი: December 20, 2021.