ჰაჯი ბახშის მეჩეთი
ჰაჯი ბახშის მეჩეთი (აზერ. Hacı Baxşı məscidi) — ბაქოში ნარდანის დასახლებაში მდებარე XVII საუკუნის ისტორიული მეჩეთი.[1]
ჰაჯი ბახშის მეჩეთი აზერ. Hacı Baxşı məscidi | |
---|---|
მეჩეთის გეგმა | |
მდებარეობა | ნარდარანი, საბუნჩინის რაიონი, აზერბაიჯანი |
არქიტექტორი | მურად ალი |
მოქანდაკე | ბახშ-ალი მირზა მუჰამედი |
სტილი | შირვან-აბშერონის არქიტექტურული სკოლა |
თარიღდება | 1662—1663 წლები |
ისტორია
რედაქტირებამეჩეთის კედელზე არაბული წარწერაა, რომელიც ამ მეჩეთის მშენებლობის პერიოდის შესახებ მოგვითხრობს. ამ წარწერამ ასევე შემოინახა მეჩეთის ხუროთმოძღვრის სახელი:
მშენებლობის ხელმძღვანელი იყო ბახშ-ალი მირზა მუჰამედი. 1073 ჰიჯრის წელია. არქიტექტორი იყო ოსტატი მურად ალი.
წარწერის თანახმად, ძეგლი 1663 წელს ააშენა არქიტექტორმა მურად ალიმ, რომელმაც მიიღო ოსტატის წოდება.[2]
არქიტექტორული მახასიათებლები
რედაქტირებააფშერონის რელიგიურ ნაგებობს შორის ყურადღებას იპყრობს ჰაჯი ბახშის მეჩეთი, თავისი არქიტექტურული მახასიათებლებით. მეჩეთი ორი ძირითადი ნაწილისაგან შესდგება: ღვთისმსახურებისათვის განკუთვნილი კვადრატული ფორმის დარბაზისაგან და შესასვლელი პორტალისაგან. ცენტრალურ დარბაზს მოცულობას სძენს გუმბათი. მეჩეთის სხვა ოთახებში თაღოვანი ჭერია. მეჩეთის მთავარი პორტალური შესასვლელის გარდა, აღმოსავლეთ ნაწილში აშენდა მეორე შესასვლელი კარი.
შესასვლელის განლაგება, ასევე ცენტრალური დარბაზის გუმბათის საყრდენი ჰაჯი ბახშის მეჩეთს განასხვავებს აბშერონში არსებული სხვა მეჩეთებისაგან. მეჩეთის კვადრატლი დაგეგმარება, ასევე მეორე შესასვლელის დამატება, ზრდის სივრცეს, როგორც მარდაკში არსებული თუბა-შაჰის მეჩეთი (XV საუკუნე) და სოფელ კიშლიში მდებარე მეჩეთში (XVII საუკუნე). ამის შედეგად მეჩეთი უფრო წაგრძელებულად გამოიყურება.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Список архитектурных памятников
- ↑ Азизбеков И. Нардаран и его древности. „Известия Азербайджанского Археологического Комитета’’. в. 1, Баку, 1925
- ↑ Л. С. Бретаницкий, А. В. Саламзаде. Зодчие и мастера архитектурного декора средневекового Азербайджана. — Изв. Азерб. ССР, 1954 , № 10.