თუბა-შაჰის მეჩეთი

მეჩეთი

მეჩეთი ტუბა-შაჰი (აზერ. Tuba-Şahi məscidi) განლაგებულია აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს მარდაკიანის დასახლებაში. აზერბაიჯანული საკულტო არქიტექტურის ძეგლის ნიმუშია, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული აზერბაიჯანის სამხრეთ რეგიონებში. მეჩეთი აღიმართა XV საუკუნეში და თავისი სახელწოდება მიიღო ქალბატონის სახელიდან გამომდინარე, რომელმაც დაუკვეთა მისი აშენება.

მეჩეთი ტუბა-შაჰი

მეჩეთზე ამოტვიფრულია მისი აღმართვის წლები (1481—1482). მასში ასევე არის კიდევ ერთი წარწერა, რომელიც განლაგებულია სახურავზე მიმავალ კიბეებზე ვიწრო გასასვლელის თავზე. ეს წარწერა, სავარაუდოდ, მიეკუთვნებოდა უფრო ადრინდელ მეჩეთის შენობას, რომელიც ამ ადგილას იდგა. მასზე მითითებულია მისი აღმართვის თარიღი — ხიჯრის 774 წლის მუჰარამი (1372წ.), ასევე მოყვანილია დამკვეთის სახელი — სადრა ჰაჯი ბაჰა ად დინი, ხოჯა ნურ ად დინის შვილი, მუჰამედ აბაიაილის შვილისა.

უშუალოდ მეჩეტის გვერდით განლაგებულია შუასაუკუნეების ოთხკუთხა ციხე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება