ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰაჯი ალიევი (აზერ. Hacı Azər oğlu Əliyev;[1] დ. 21 აპრილი, 1991, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა,[2] აზერბაიჯანის სსრ) — აზერბაიჯანელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე. მან 2014 წლის ევროპის ჭიდაობის ჩემპიონატში, 61 კილოგრამ კატეგორიაში იასპარეზა და ტურნირი ოქროს მედლით დაასრულა (ფინალში დაამარცხა რუსი მოჭიდავე ბეკხან გიორგეევი).


ჰაჯი ალიევი რიო 2016-ზე
მედლები
Men's Freestyle wrestling
დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
ოლიმპიური თამაშები
ბრინჯაო 2016 რიო-დე-ჯანეირო 57 kg
მსოფლიო ჩემპიონობა
ოქრო 2014 ტაშკენტი 61 kg
ოქრო 2015 ლას-ვეგასი 61 kg
ოქრო 2017 პარისი 61 kg
ევროპის ჩემპიონობა
ოქრო 2014 ვანტაა 61 kg
ბრინჯაო 2016 რიგა 61 kg
ოქრო 2018 კასპიისკი 65 kg
ოქრო 2019 ბუქარესტი 65 kg
ევროპის თამაშები
ბრინჯაო 2015 ბაქო 61 kg
ოქრო 2019 მინსკი 65 kg
მსოფლიო თასი
ვერცხლი 2012 ბაქო 60 kg
ბრინჯაო 2015 ლოს-ანჯელესი 61 kg
ბრინჯაო 2017 ქირმანშაჰი 65 kg
ვერცხლი 2018 იოვა 65 kg
Summer Universiade
ბრინჯაო 2013 ყაზანი 60 kg
ისლამის სოლიდარობის თამაშები
ოქრო 2017 ბაქო 61 kg

2014 წლის ტაშკენტში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატში, ალიევმა თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიგო (თავისუფალი სტილით 61 კგ კატეგორიაში).

აგრეთვე, ალიევმა მეორე და მესამე ოქროს მედალი მიიღო ლას-ვეგასში 2015, ხოლო პარიზში 2017 წელს.[3]

2015 წელს ასპარეზობდა ევროპის თამაშებში; იგი ამ ჩემპიონატში 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. თამაშები მან ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ალიევი აგრეთვე მონაწილეობდა 2016 წლის ზაფულის თამაშებზე 57 კილოგრამ კატეგორიაში და ბულგარელივლადიმირ დაბოვის დამარცხების შემდეგ ტურნისი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.[4] დახურვის ცერემონიის დროს იგი იყო აზერბაიჯანის დროშის მატარებელი.[5] მისი პირადი მწვრთნელია ელმან აზიმსადე.

ამ წარმატებების შემდეგ, ჰაჯი ალიევმა მოიგო დაგვილში (ლატვია) უმცროს მოჭიდავეებს შორის ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი. 17 წლის ჰაჯი ალიევი, რომელიც 54 კგ-ში იასპარეზებდა, ფინალამდე ყველა მისი მოწინააღმდეგე დამაჯერებლად დაამარცხა და გადამწყვეტ მატჩში ქართველ ვლადიმერ ხინჩიაშვილთან დამარცხდა. ამ შედეგით მან ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა. 25 ივლისს, აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ფაზილ მამედოვი შეხვდა იმ მოჭიდავეებს, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგეს. ამ მოჭიდავეებს შორის იყო ჰაჯი ალიევიც.

2009 წლის თებერვალში პირველი ადგილი დაიკავა აზერბაიჯანის ახალგაზრულ ჩემპიონატში. იგი ამ ჩემპიონატში 60 კილოგრამ კატეგორიაში ასპარეზობდა (ჩემპიონატი მან ვერცხლის მედლით დაასრულა). ამავე წლის მარტში იგი მონაწილეობდა რიგის (ლატვია) საერთაშორისო ტურნირში. ნახსენები ტურნირი ალიევმა მეხუთე ადგილით დაასრულა.

ჰაჯი ალიევმა მორიგ წარმატებებს 2009 წელს შიდა კონკურსებში მიაღწია. მან მოიგო ოქტომბერში ჩატარებული ახალგაზრდული ტურნირი. ეს ტურნირი აზერბაიჯანის ეროვნულ გმირს, ალიერ ალიევს ეძღვნებოდა. დეკემბერში ალიევმა ახლა უკვე მოზარდებს შორის დაიკავა პირველი ადგილი. მან აზერბაიჯანის თასზე ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა და შედეგად ტურნირის გამარჯვებული გახდა.

  1. Əliyev Hacı Azər oğlu. awf-az.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-22. ციტირების თარიღი: 2014-12-22.
  2. Haji Aliyev - AWF Interview 2014. Azerbaijan Wrestling Federation (17 November 2014).
  3. http://awf.az/en/x-b-rl-r/d-nya-empionati/item/3999-ddzh-2017-hadz-aeliyev-udzhzhat-dunya-dzhempionu-oldu-foto[მკვდარი ბმული]
  4. Rio 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-22. ციტირების თარიღი: 2016-08-22
  5. The Flagbearers for the Rio 2016 Closing Ceremony (2016-08-21). ციტირების თარიღი: 2016-08-22
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰაჯი_ალიევი“-დან