ჰაშიმა (კუნძული)
ჰაშიმა (ასევე მოიხსენიება როგორც გუნკანჯიმა ან გუნკანშიმა, „საბრძოლო გემის კუნძული“) — ერთ-ერთი 505 დაუსახლებელი კუნძულიდან ნაგასაკის პრეფექტურაში (იაპონია). მდებარეობს ქალაქ ნაგასაკიდან 15 კილომეტრის დაშორებით.
მშობ. სახელი: 端島 | |
---|---|
ჰაშიმის ხედი ზღვიდან | |
გეოგრაფია | |
კოორდინატები | 32°37′ ჩ. გ. 129°44′ ა. გ. / 32.617° ჩ. გ. 129.733° ა. გ. |
ფართობი | 0,063 კმ² |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 0 (2012) |
კუნძული 1887—1974 წლებში ქვანახშირის მომპოვებელ-საწარმო დასახლებას წარმოადგენდა. კუნძული გამოირჩევა დაუსახლებელი და მიტოვებული შენობებით და მის გარშემო შემოვლებული დამცავი ჯებირით. კუნძული 2005 წლიდან დარეგისტრირებულია როგორც ქალაქ ნაგასაკის ნაწილი, მანამდე კი მიჩნეული იყო როგორც ქალაქ ტაკაშიმის ნაწილად.
ის ცნობილია თავისი ქვანახშირის საბადოებით. კუნძული შეიძინა კომპანია „მიცუბიშიმ“ (Mitsubishi) 1890 წელს და დაიწყო პროექტი, რომელიც ზღვის ფსკერიდან ქვანახშირის ამოღებას ითვალისწინებდა. 1916 წელს მიცუბიშიმ ააშენა მაღალი შენობები და დასახლებული პუნქტები მზარდი მუშათა კონტიგენტისთვის, რომლების აზიის სხვადასხვა მხრიდან იყვნენ ჩამოყვანილები. სამხრეთ კორეის კომისიის განცხადებით, კუნძულზე დასახლებული იყო 500 კორეელი, რომლებიც აქ 1939 წლიდან 1945 წლამდე მუშაობდნენ, მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში.
1959 წელს კუნძულის მოსახლეობის რაოდენობამ თავის პიკს 5259-ს მიაღწია, სიმჭიდროვე გახდა 835 ადამიანი თითოეულ ჰექტარზე.
1960 წელს იაპონიის ტერიტორიაზე ქვანახშირის ჩანაცვლება ნავთობით მოხდა. ქვანახშირის საბადოების როლი თანდათანობით შემცირდა, ამ მხრივ არც ჰაშიმა იყო გამონაკლისი. მიცუბიშიმ ოფიციალური განცხადება ჰაშიმას პროექტის გაუქმების შესახებ 1974 წელს გააკეთა და ამჟამად კუნძული ცარიელია, სწორად ამის გამო ეწოდა მას „მოჩვენებების კუნძული“. კუნძულზე შესვლა ნებადართულია 2009 წლის 22 აპრილიდან, მისი დახურვიდან 35 წლის შემდეგ.
„საბრძოლო გემი“ კუნძულის იაპონური მეტსახელის, გუნკანჯიმას თარგმანია და იგი მომდინარეობს იაპონური საბრძოლო გემის, ტოსას მსგავსებიდან, რის გამოც მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელებმა არაერთხელ ესროლეს ტორპედოები. ჰაშიმას ასევე მოიხსენიებენ როგორც „კუნძულ მოჩვენებას“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The way to world heritage Gunkanjima Japanese.
- Gunkan-jima tour Japanese.
- Abandoned Japanese Island. Videosift.
- Battle Royale locations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-10. ციტირების თარიღი: 2012-04-30.
- Thoughts on "Gukanjima – View of an Abandoned Island". NE.
- Hashima Japanese. Itscom. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-20. ციტირების თარიღი: 2012-04-30.
- Gunkanjima: ruins of a forbidden island. Gakuranman.[მკვდარი ბმული]
- Gunkanjima Hashima French. Meow. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-07. ციტირების თარიღი: 2012-04-30.