ჰაუროკო — ტბა ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულზე. მდებარეობს ფიორდლანდის ეროვნულ პარკში, მთის ხეობაში. ტბის ფორმა S-ს წააგავს. სიგრძე 30 კმ-ია, ფართობი 63 კმ². ზედაპირი ზღვის დონიდან 150 მეტრზე მდებარეობს. სიღრმე 463 მეტრია და წარმოადგენს ახალი ზელანდიის უღრმეს ტბას.

ჰაუროკოს ტბა
Lake Hauroko
კოორდინატები: 46°00′ ს. გ. 167°20′ ა. გ. / 46.000° ს. გ. 167.333° ა. გ. / -46.000; 167.333
მდებარეობა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
სიმაღლე ზღვის დონიდან 150 
სიგრძე 40 კმ
ფართობი 63 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 463 
გამომდინარე მდინარე უაირაურაჰირი
ჰაუროკო — ახალი ზელანდია
ჰაუროკო

1960-იან წლებში, ტბაზე მოხდა ერთი საიდუმლოებით მოცული ამბავი. მამაკაცთა ჯგუფი მის მიდამოებში სანადიროდ და სათევზაოდ წავიდა. ორი მათგანი ნაპირზე დარჩა, სამი კი ძაღლით, ზურგჩანთებითა და თოფებით ტბაში შევიდა. ცოტა ხანში, ნაპირზე დარჩენილებმა ტბიდან ხმები გაიგონეს, მაგრამ ჩამოწოლილი ნისლის გამო, არ შეეძლოთ დაენახათ რა ხდებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ, მათი ზურგჩანთები, თოფები და ძაღლი ნაპირზე იპოვეს, სრულიად დაუზიანებელი და შიგნიდან მშრალი. ნავი ტბის შუაგულში იდგა. მამაკაცები კი მას შემდეგ აღარ გამოჩენილან.

ჰაუროკო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სამხრეთით მდებარე ტბაა. მისგან გამოედინება 20 კმ სიგრძის მდინარე უაირაურაჰირი, რომელიც ფოვოს სრუტეს ერწყმის.

ტბაში ერთადერთი კუნძულია — მერი, რომელთანაც დაკავშირებულია მრავალი მითი. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, იგი მაორებისგან დაწყევლილია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება