ჰარპალიკე (თანამგზავრი)
ჰარპალიკე (ძვ. ბერძნ. Ἁρπαλύκη), იუპიტერ XXII, S/2000 J 5 — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის ანანკეს ჯგუფში.
აღმოჩენა
რედაქტირებათანამგზავრი აღმოაჩინეს 2000 წლის 23 ნოემბერს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა სკოტ შეპარდის ხელმძღვანელობით და მიიღო დროებითი აღნიშვნა S/2000 J 5.[1][2] 2003 წლის აგვისტოში თანამგზავრს ეწოდა ჰარპალიკეს სახელი ბერძნული მითოლოგიიდან.[3]
ორბიტა
რედაქტირებაჰარპალიკი იუპიტერის ირგვლივ სრულ ბრუნვას აკეთებს საშუალოდ 21 105 000 კმ მანძილზე 623 დღეში და 7 საათში. ორბიტას აქვს ექსცენტრისიტეტი 0.226. რეტროგრადული ორბიტის დახრილობა ადგილობრივი ლაპლასის სიბრტყისკენ არის 148,6°. ეკუთვნის ანანკეს ჯგუფს.
ფიზიკური მახასიათებლები
რედაქტირებაჰარპალიკის დიამეტრი დაახლოებით 4 კმ-ია. სიმკვრივე შეფასებულია 2.6 გ/სმ³-ზე. ითვლება, რომ თანამგზავრი ძირითადად სილიკატური ქანებისგან შედგება. ძალიან ბნელ ზედაპირს აქვს ალბედო 0,04. მაგნიტუდა 22,6m.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ IAUC 7555: Satellites of Jupiter 5 January 2001 (discovery)
- ↑ MPEC 2001-A28: S/2000 J 2, S/2000 J 3, S/2000 J 4, S/2000 J 5, S/2000 J 6 January 5, 2001 (discovery and ephemeris)
- ↑ IAUC 7998: Satellites of Jupiter 22 October 2002 (naming the moon)