ჰაროლდ გოდვინსონი

(გადამისამართდა გვერდიდან ჰაროლდ II (ინგლისი))

ჰაროლდ გოდვინსონი (Harold Godwinson), ან ჰაროლდ II (Harold II) (დ. დაახ. 1022 — გ. 14 ოქტომბერი, 1066) — ბოლო ანგლო-საქსონი, რომელიც ინგლისის მეფედ აკურთხეს. იგი ეკუთნოდა გოდვინთა გავლენიან საგვარეულოს. იყო უესექსის გავლენიანი მმართველი. ცნობილია, რომ მისი და ედითი, ცოლად ჰყავდა მეფე ედუარდ აღმსარებელს. იყო ნიჭიერი სარდალი, 1063 წელს სასტიკად დაამარცხა უელსის მეფე გრუფიდი და ელგაფ მერსიელი. ტახტზე ასვლის შემდეგ, 1066 წლის 25 სექტემბერს, სტემფორ ბრიჯთან სასტიკად დაამარცხა ნორვეგიელები. ამ ბრძოლაში დაიღუპა ნორვეგიის უკანასკნელი ვიკინგი მეფე ჰარალდ ჰარდრადა. ჰაროლდი 1066 წლის 14 ოქტომბერს ინგლისში შემოჭრილმა ნორმანებმა ჩამოაგდეს. მათ გაიმარჯვეს ჰასტინგსის ბრძოლაში, სადაც თვით მეფე ჰაროლდი დაეცა.

ჰაროლდ II

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება