ჰაპუ (კლანი[1]) — მაორების საზოგადოების ძირითადი პოლიტიკური ერთეული.[2]

მაორის ტომის (ივი)[3] წევრობას განსაზღვრავდა გენეოლოგია. ჰაპუ შედგებოდა რამდენიმე ვახანაუსგან (გავრცობილი ოჯახი). ჰაპუ ძირითადად შედგებოდა 150-200 წევრისგან, თუმცა რაოდენობრივი ლიმიტი არ არსებობდა. მაორი შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული რამდენიმე ჰაპუსთან.

ევროპელების გამოჩენამდე მაორების ყოველდღიური ურთიერთობები უფრო ხშირად არ ცდებოდა ფართო ოჯახის წევრებს (ვახანაუ). 1820 წლიდან მაორებმა უფრო დიდი გაერთიანებებით ჰაპუებად დაიწყეს მუშაობა, რადგან სავაჭროდ საჭირო საქონელის წარმოებისთვის ეს უფრო ეფექტიანი იყო.

ომის წარმოებისას მაორები ერთიანდებოდნენ ჰაპუების მიხედვით, ასევე მუშკეტებით ომის პერიოდში ჰაპუ ქმნიდა მუშკეტერების ჯგუფს. ჰაპუს ხელმძღვანელობდა საკუთარი ლიდერი — რანგატირა და ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას უფრო დიდ საომარ გაერთიანებებში.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სიტყვა შეიძლება ითარგმნოს როგორც ორსული.[4] რომელიც გენეოლოგიური კუთვნილების მეტაფორაა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჰაპუ&oldid=4494951“-დან