რანგატირამაორების ხაპუს ლიდერის მემკვიდრეობითი ტიტული, რომელიც ეთნოლოგისტმა ელსდონ ბესტმა აღწერა როგორც ბელადები.[1] რანგატირები იყვნენ ადამიანები რომლებიც წყვეტდნენ ტომში და სადავო საკითხებს და არეგულირებდნენ სხვა ტომებთან სასაზღვრო საკითხებს. XIX საუკუნეში ახალ ზელანდიაში შემოიღეს კანონი მიწათმფლობელობის შესახებ, რითიც შემცირდა რანგატირების უფლებები და მიწების ტომობრივი კუთვნილებიდან გადავიდა კოლონიალური ხელმძღვანელობის ხელში.

ცნობილი რანგატირა ხონე ხეკე ცოლთან ერთად, 1845 წელი

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სიტყვა „რანგატირა“ აღნიშნავს მამრობითი ან მდედრობითი სქესის ლიდერს და მომდინარეობს პროტო-აღმოსავლურ პოლონეზიური სიტყვა - ლანგატილა-დან.[2] შესაბამისი სიტყვები მოძებნება მორიორებთან, ტახიტიანებთან, კუკის კუნძულების მაორებთან, ტუამოტუანებთან, მარკვესანებთან და ჰავაიელებთან.

  1. Best, E. (1934). The Maori as he was: A brief account of Maori life as it was in pre-European days. Retrieved from http://www.nzetc.org/tm/scholarly/tei-BesMaor-c5-0.html
  2. Adams, T., Benton, R., Frame, A., Meredith, P., Benton, N., & Karena, T. (2003). Te matapunenga: A compendium of references to concepts of Maori customary law დაარქივებული 2012-03-26 საიტზე Wayback Machine. . The University of Waikato. (p. 15).