ჰანს ქრისტიან ერსტედი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰანს ქრისტიან ერსტედი (დან. Hans Christian Ørsted; დ. 14 აგვისტო, 1777, რუდკებინგი — გ. 9 მარტი, 1851, კოპენჰაგენი) — დანიელი ფიზიკოსი.

ჰანს ქრისტიან ერსტედი
დან. Hans Christian Ørsted
დაბ. თარიღი 14 აგვისტო, 1777(1777-08-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი Rudkøbing
გარდ. თარიღი 9 მარტი, 1851(1851-03-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] (73 წლის)
გარდ. ადგილი კოპენჰაგენი[8]
დასაფლავებულია ასისტენსის სასაფლაო
მოქალაქეობა დანიის სამეფო[9]
საქმიანობა ფიზიკოსი[9] , ქიმიკოსი, გამომგონებელი, უნივერსიტეტის პროფესორი, ინჟინერი და ფარმაცევტი
მუშაობის ადგილი კოპენჰაგენის უნივერსიტეტი და უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
ალმა-მატერი კოპენჰაგენის უნივერსიტეტი[10] და იენის უნივერსიტეტი[10]
განთქმული მოსწავლეები Christopher Hansteen[10] და Carl Holten[10]
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
მეუღლე Inger Birgitte Ørsted
შვილ(ებ)ი Karen Scharling და Albert Nicolai Ørsted
ჯილდოები კოპლის მედალი[11] , ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[12]
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დანიელი ფიზიკოსი, ფილოსოფოსი და შესანიშნავი პედაგოგი ჰანს ქრისტიან ერსტედი დაიბადა 1777 წლის 14 აგვისტოს ქალაქ რუტკებინგში (დანია) აფთიაქარის ოჯახში. იგი ბევრს მუშაობდა ქიმიის ლაბორატორიაში, კითხულობდა წიგნებს ქიმიის საკითხებზე, რამაც მას საბუნებისმეტყველო დარგებისადმი ცხოველი ინტერესი გაუღვიძა. 1797 წელს ერსტედმა დაამთავრა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და ფარმაცევტის დიპლომი მიიღო. ამ პერიოდიდან უკვე იგრძნო მისი მრავალმხრივი ნიჭი. ერსტედი განსაკუთრებული ყურადღებით ისმენდა ლექციებს ფიზიკასა და მათემატიკაში. ამასთან პარალელურად 1796 წელს მან დაწერა თხზულება ესთეტიკაში და სტატია მედიცინაში. 1799 წელს ერსტედს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა. მიუხედავად ამისა, ერსტედმა მეგობრების დახმარებით უნივერსიტეტში ფიზიკისა და ქიმიის მასწავლებლობის უფლება ძლივს მიიღო.

1801-1804 წლებში ერსტედი მოგზაურობდა საფრანგეთსა და გერმანიაში, სადაც გაიცნო იმ დროის გამოჩენილი ფილოსოფოსები - ფიხტე, შელინგი და მეცნიერები - რიტერი, შარლი, კიევუ, ბერთოლე.

ჰანს ქრისტიან ერსტედის შრომები

რედაქტირება

დანიაში დაბრუნებისთანავე მან მოაწყო კერძო ლექციების კითხვა ფიზიკასა და ქიმიაში. ამ ლექციებმა დიდი გამოხმაურება პოვა, რამაც დააჩქარა ერსტედის დანიშვნა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ქიმიის ექსტრაორდინალური პროფესორად 1806 წელს. 1817 წლიდან, იგი უკვე კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ორდინალური პროფესორი იყო, ხოლო 1829 წლიდან პარალელურად კოპენჰაგენის პოლიტიკური სკოლის დირექტორად მუშაობდა. 1815 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე, ერსტედი დანიის სამეფო სამეცნიერო საზოგადოების მდივნად ირიცხებოდა.

ერდტედი იყო ბრწყინვალე მეცნიერი და შესანიშნავი პედაგოგი; მისი უშუალო მონაწილეობით დანიის სასწავლებელშიც მოხდა ფიზიკის სწავლების ძირფესვიანი ცვლილება. ერსტედის ინიციატივით დაარსდა ფიზიკური სკოლა კოპენჰაგენში ; მისი ავტორობით გამოქვეყნდა სახელმძღვანელო „მეცნიერება ბუნების კანონების შესახებ". დანიაში ამ წიგნით ასწავლიდნენ 50 წლის განმავლობაში. ერსტედი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეცნიერების ისტორიის შესწავლის საკითხსაც. მეცნიერული კვლევა ერსტედმა XIX საუკუნის პირველსავე წლებიდან დაიწყო. მისი შემოქმედება მეტად ფართო და მრავალმხრივი იყო. იგი ეძებდა კავშირს ელექტრულ და სითბურ მოვლენებს შორის. მან რიტერთან ერთად გერმანიაში ბევრი ცდა ჩაატარა და გამოააშკარავა, რომ ერთი ნივთიერების მეორე ნივთიერებაზე ქიმიური მოქმედება ემსგავსება იმავე ნივთიერებაზე სინათლის სხივების მოქმედებას.

ქიმიაში მისი შრომები ეხებოდა აგრეთვე ქლოროვანი და მეტალური ალუმინის მიღების მეთოდიკას. 1807 წელს, ერსტედმა ბგერითი რხევების დროს აღმოაჩინა ელექტროსტატიკური მოვლენები. მას შემდეგ, რაც ვოლტამ შექმნა პირველი გალვანური ბატარეა, ერსტედი მთელი ინტერესით შეუდგა კვლევა- ძიებას, რათა დაედგინა, არსებობდა თუ არა ელექტრულ და მაგნიტურ მოვლენებს შორის კავშირი და, მართლაც,1820 წლის გაზაფხულზე მივიდა შესანიშნავ აღმოჩენამდე - მან შენიშნა დენიანი გამტარის მაგნიტურ ისარზე მოქმედება, კერძოდ, გამტართან ისრის მიახლოებისას ისარი ერთ გარკვეულ მიმართულებას იღებდა. იგი გამტარის მიმართ თითქმის მართობულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

1820 წლის ივლისში ერსტედმა გამოაქვეყნა სტატია: „ცდები იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ელექტრული კონფლიქტი მაგნიტურ ისარზე“. 1820 წლის შემდეგ ერსტედი აგრძელებდა თავის ექსპერიმენტულ კვლევას სითხეებისა და აირების კუმშვადობის შესახებ, ხოლო თავის უკანასკნელ შრომებში 1894 წ. პარა- და დიამაგნიტური სხეულების თვისებებს. ეს უკანასკნელი შრომები ისეთი დიდმნიშვნელოვანი არ იყო, როგორც მისი 1820 წლის აღმოჩენები.

ერსტედი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მოღვაწეობდა. 1851 წლის 9 მარტს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, გვ., 165-169, თბ., 1973

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Dansk Biografisk Lexikon
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. Эрстед Ханс Кристиан // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  9. 9.0 9.1 Эрстед, Ганс Христиан // Малая советская энциклопедия / под ред. Н. Л. Мещеряков — 2 — Советская энциклопедия, 1936.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 Mathematics Genealogy Project — 1997.
  11. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  12. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 265.