ჰანკა ბიელიცკა (პოლ. Hanka Bielicka; დ. 9 ნოემბერი, 1915 — გ. 9 მარტი, 2006) — პოლონელი კინოს, თეატრისა და კაბარეს მსახიობი.

ჰანკა ბიელიცკა დაიბადა 1915 წლის 9 ნოემბერს პოლტავის მახლობლად სოფელ კონოვკაში. სამსახიობო განათლება მიიღო ვარშავაში, თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში, რომელიც დაასრულა 1939 წელს. კინოში მისი დებიუტი შედგა 1946 წელს. მუშაობდა ვარშავის, ლოძის, ბელოსტოკისა და ვილნიუსის თეატრებში მსახიობად. გარდაიცვალა 2006 წლის 9 მარტს ვარშავაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება