ჰანედის აეროპორტი

ჰანედის საერთაშორისო აეროპორტი (იაპონ. 東京国際空港?) (IATA: HND, ICAO: RJTT) — ტოკიოში, იაპონიაში, სპეციალურ რაიონ ოტაში განთავსებული ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტი. ასევე ატარებს ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტის სახელს (東京国際空港 (იაპონ. ტო:კიო: კოკუსაი კუ:კო?)).[1]

ზედამხედველი კოშკი

ჰანედა თავდაპირველად იყო ტოკიოს რეგიონის პირველი აეროპორტი, თუმცა დღეს იგი იყოფს ამ როლს ნარიტას საერთაშორისო აეროპორტთან. ჰანედა იღებს ყველა შიდა რეისს, ხოლო ნარიტა ყველა საგარეოს. ამავდროულად ჰანედა იღებს ყველა რეისს სეულიდან, შანჰაიდან და ჰონკონგიდან. იაპონიის პარლამენტი აპირებს რეისების რაოდენობის გაზრდას მომავალში, და ასევე გაზარდოს ადგილობრივი რეისების რაოდენობა არა პიკის საათებში.[1]

საზაფხულო ველი ჰანედაში 1938 წელს

ჰანედას აეროპორტმა გაუშვა 85,408,975 მილიონი მგზავრი 2017 წელს. მგზავრთაბრუნვით ეს არის ყველაზე დიდი აეროპორტი აზიაში და სიდიდთ მეოთხე აეროპორტი მსოფლიოში. ჰანედა არის ორი დიდი იაპონური კომპანიის — Japan Airlines და All Nippon Airways ბაზა. [1]

აეროდრომი ჰანედა იაპონ. 羽田飛行場 პირველად გაიხსნა 1931 წელს თანამედროვე კომპლექსის სამხრეთ ნაწილში.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ჰანედა - iaponeli.wordpress.com-ზე.