ჰანგაკუ გოძენი
ჰანგაკუ გოძენი (坂額御前) — ქალი მებრძოლი სამურაი, ერთ-ერთი შედარებით მცირე იაპონელ ქალ მებრძოლებს შორის, რომელიც ჩვეულებრივ ცნობილია ისტორიაში ან კლასიკურ ლიტერატურაში.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაის ცხოვრობდა ჰეიანის პერიოდის დასასრულსა და კამაკურას პერიოდის დასაწყისში. მისი სხვა სახელია იტაგაკი (板額、飯角). ის იყო მეომარ ჯო სუკეკუნის ქალიშვილი, მისი და-ძმები იყვნენ სუკენაგა და სუკემოტო (ან ნაგამოჩი).
საქმიანობა და დატყვევება
რედაქტირებაჯო იყვნენ მებრძოლები, ტაირა კლანის მოკავშირები ეჩიგოს პროვინციაში (დღევანდელი ნიიგატა პრეფექტურა). ისინი დამარცხდნენ გენპეის ბრძოლებში და დაკარგეს თავიანი ძალა. 1201 წელს თავის ბიძაშვილ ჯო სუკემორისთან ერთად ჰანგაკუ გოძენმა გააძლიერა არმია სუკემოტოს თავდასხმის საპასუხოდ, მიზნად კი დაისახა კამაკურა სიოგუნატის დამხობა. ჰანგაკუმ და სუკენაგამ დაიკავეს თავდაცვითი პოზიცია ფორტ ტორისაკაიმაზე სასაკი მორიტსუნას თავდასხმების მოსაგერიებლად. ჰანგაკუ სათავეში ედგა 3000 მეომარს, რომელიც 10000-იანი არმიისგან იცავდა თავს, ისინი ემსახურებოდნენ ჰოჯოს კლანს.
საბოლოოდ ჰანგკუ ისრით დაჭრეს და ჩაიგდეს ტყვედ, ხოლო წინმძღოლის გარეშე თავდაცვამ მოშლა დაიწყო. ჰანგაკუ გადაიყვანეს კამაკურაში. როდესაც ის წარუდგინეს სიოგუნატ მინამოტო ნო იორიიეს, ჰანგაკუ შეხვდა ასარი იოშიტოს, რომელიც იყო კაი გენჯის მეომარი, რომელმაც მიიღო სიოგუნატის ნებართვა, რომ ცოლად შეერთო ჰანგაკუ. ისინი ცხოვრობდნენ კაიში, სადაც ცნობილი, რომ ჰყავდათ ერთი ქალიშვილი.
კულტურული წყაროები
რედაქტირებაჰანგაკუ ჩნდება აძუმა კაგამიში.[1]
ამბობდნენ, რომ ჰანგაკუ იყო „მამაკაცივით უშიშარი და მშვენიერი, როგორც ყვავილი“,[2] ასევე ამბობდნენ, რომ ჰანგაკუმ ბრძოლაში შეიპყრო ნაგინატა. ბევრი მთხრობელი და მბეჭდავი ასახავდა ჰანგაკუს თავიანთ ნამუშევრებში, მათ შორის კუნიოში, რომელსაც დამზადებული აქვს არაერთი მებრძოლი ქალის ნამუშევარი. ამ ნამუშევრებში, ასევე გამოსახულნი იყვნენ ისტორიული და ლიტერატურული პირები, როგორებიც იყვნენ ტომოე გოძენი, შიძუკა გოძენი და ჰოჯო მასაკო.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ [1] დაარქივებული September 12, 2005, საიტზე Wayback Machine.
- ↑ Beard, Mary (1953). The Force of Women in Japanese History. Public Affairs Press, გვ. 72–73. Cited by Cook, Bernard (2006). „Japan, Women Warriors in Ancient and Medieval Japan“. Women and War: A Historical Encyclopedia from Antiquity to the Present. ABC-CLIO. pp. 326–327.