ჰამლეტ მხითარიანი
ჰამლეტ მხითარიანი (სომხ. Համլետ Հաբեթնակի Մխիթարյան; დ. 14 სექტემბერი, 1962, ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი — გ. 2 მაისი, 1996, იქვე) — საბჭოთა და სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით თავდამსხმელი. იგი თამაშობდა სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში. საკლუბო კარიერის უმეტესი ნაწილი გატარებული აქვს სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგის კლუბ არარატი ერევანსა და „CFA 2“-ის კლუბ „ASOA ვალენსე“-ში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ჰამლეტ ჰაბეტნაკი მხითარიანი | ||
დაბადების თარიღი | 14 სექტემბერი, 1962 | ||
დაბადების ადგილი | ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 2 მაისი, 1996 | ||
გარდაცვალების ადგილი | იქვე | ||
სიმაღლე | 172 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1980 - 1987 | არარატი ერევანი | 170 | (46) |
1988 - 1989 | კოტაიკი | 55 | (26) |
1989 - 1994 | ASOA ვალენსე | 112 | (30) |
1994 - 1995 | ASA იში | 2 | (0) |
სულ | 339 | (102) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1994 | სომხეთი | 2 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაჰამლეტ მხითარიანმა პროფესიონალური ფეხბურთის თამაში 1980 წელს, კლუბ არარატი ერევანში დაიწყო. 1988 წელს იგი გადავიდა კოტაიკში, სადაც მან ნახევარი სეზონი გაატარა. 1989 წლის ივლისში სათამაშოდ გადავიდა საფრანგეთის კლუბ „ASOA ვალენსე“-ში, ფრანგი სომხების მიერ დაარსებულ კლუბში. მახარიანი ითვლება სომხეთის ერთ-ერთ პირველ ოფიციალურ უცხოელ მოთამაშედ, რომელიც წავიდა სათამაშოდ დასავლეთ, არა საბჭოთა კავშირის სამყაროში (და არა ემიგრაციაში).
საერთაშორისო კარიერა
რედაქტირებასომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ჰამლეტ მხითარიანის დებიუტი შედგა 1994 წლის 7 სექტემბერს, უეფას ეურო 1996 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართულ შეხვედრაში, რომლის დროსაც ლოტო პარკზე (სტადიონი) ერთმანეთს სომხეთისა და ბელგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდნენ; ხსენებულ თამაშში სომხეთის ანგარიშით 0:2 დამარცხდა.[1] მისი უკანასკნელი თამაში ნაკრების მაისურით შედგა ამავე უეფას ეურო 1996-ის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, რომლის დროსაც რაზდანის სტადიონზე ერთმანეთს სომხეთისა და კვიპროსის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდნენ; შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.[2]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაჰამლეტ მხითარიანი დაქორწინებულია მარინა ტასჩიანზე. მათ ჰყავთ ორი შვილი: ქალიშვილი სახელად მონიკა და ვაჟი სახელად ჰენრი, რომელიც ამჟამად არის იტალიური საფეხბურთო კლუბის, რომას პროფესიონალი მოთამაშე და სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი. მხითარიანები ცხოვრობენ კენტრონში, ერევნის რაიონში, რაზდანის სტადიონთან ახლოს.[3] მისი მეუღლე არის ეროვნული გუნდების განყოფილების უფროსი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციაში, ხოლო მათი ქალიშვილი მუშაობს უეფას შტაბბინაში. მისი ვაჟი მამის ნაკვალევს მიჰყა და გახდა პროფესიონალი ფეხბურთელი; ამჟამად იგი არის სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი.[4] ვინც ორივეს, მამა და შვილის, თამაში ნახა ამბობენ რომ მათი სათამაშო სტილი ძალიან გავნან ერთმანეთს.[5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Career summary by KLISF
- ჰამლეტ მხითარიანი — FootballDatabase.eu
- Armfootball.tripod.com
- ჰამლეტ მხითარიანი — Soccerway
- Playerhistory.com საიტზე Wayback Machine (archived 2017-12-01)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ BELGIUM-ARMENIA 2:0. Armfootball.tripod.com. ციტირების თარიღი: 1 May 2013.
- ↑ ARMENIA-CYPRUS 0:0. Armfootball.tripod.com. ციტირების თარიღი: 1 May 2013.
- ↑ ՀԵՆՐԻԽ ՄԽԻԹԱՐՅԱՆ. ԳՆԱՀԱՏՈՒՄ ԵՄ ՆՈՒՅՆԻՍԿ ԻՄ ԹՇՆԱՄԻՆԵՐԻՆ, ՈՐՈՆՔ ԻՆՁ ԱՎԵԼԻ ՈՒԺԵՂ ԵՆ ԴԱՐՁՆՈՒՄ (in Armenian). armtown.com. Archived from the original on 17 January 2013. Retrieved 1 May 2013.
- ↑ Sabre Dance by Henrikh Mkhitaryan. Ukrainian Football 1894. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 1 May 2013.
- ↑ Հենրիխ Մխիթարյանը իր ֆուտբոլային հաջողությունները կապում է հայրական գեների հետ (in Armenian). Armenpress.am. Retrieved 1 May 2013.