ჰამლეტ გიორგაძე
ქართველი ეკონომისტი
ჰამლეტ გრიგოლის ძე გიორგაძე (დ. 25 აპრილი, 1937, თბილისი — გ. 1 მარტი, 2005, იქვე) — ქართველი აგრარიკოს-ეკონომისტი; ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1981), პროფესორი (1984).
ბიოგრაფია
რედაქტირება1960 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (ახლანდ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) ეკონომიკის ფაკულტეტი. 1965 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში: 1970–76 წლებში — მათემატიკური მეთოდებისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრის გამგედ; 1976–2005 წლებში — სოფლის მეურნეობის ეკონომიკის კათედრის გამგედ, 1978–80 წლებში — ასევე პრორექტორად. ავტორია სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიების. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 15.