ჰალკი (კომიქსები)

(გადამისამართდა გვერდიდან ჰალკი (პერსონაჟი))

ჰალკი (დოქტორი ბრუს ბანერი; ინგლ. Hulk, Dr. Robert Bruce Banner) — სუპერგმირი Marvel Comics-ის მსოფლიოში. პირველად გამოჩნდა კომიქსში გასაოცარი ჰალკი (The Incredible Hulk) №1 (1962 წ. მაისი). შექმნილია მწერალი სტენ ლისა და მხატვარი ჯეკ კიბრის მიერ. იგი Marvel Comics-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი პერსონაჟია.

ჰალკი
Incredible-hulk-20060221015639117.jpg
ჰალკი, როგორცაა გამოსახული გასაოცარი ჰალკის მე-3 ნაწილის 92-ე ნომრის გარეკანზე. ბრაიან ჰიჩის ნამუშევარი.
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა გასაოცარი ჰალკი (The Incredible Hulk) №1 (მაისი 1962 წ.)
ავტორ(ებ)ი სტენ ლი, ჯეკ კირბი
დახასიათება
ალტერ ეგო რობერტ ბრუს ბანერი
ფსევდონიმები ჯო ფიქსიტი (Joe Fixit)
The Green Scar
ვორი
მოკავშირეები Warbound
შურისმაძიებლები
მცველები
პანთეონი
Hulkbusters
შესაძლებლობა ზეადამიანური განუსაზღვრელი ფიზიკური ძალა, სისწრაფე, ამტანობა, მოქნილება, სხეულის დაზიანებათა სწრაფად განკურნების შესაძლებლობა, გენიოსის-დონის ინტელექტი,მსოფლიო გამანადგურებლის ასპექტი

ჰალკი ცნობილია არა მარტო კომიქსებიდან, არამედ სატელევიზიო სერიებიდან, სრულმეტრაჟიანი ფილმებიდან: ჰალკი Hulk (2003) და გასაოცარი ჰალკი The Incredible Hulk (2008). ტელე-სერიალებში სუპერგმირს ლუ ფერიგნო ანსახიერებს. რაც შეეხება ფილმებს, პირველად, 2003 წელს ჰალკის როლი ერიკ ბანამ შეასრულა, 2008 წელს გადაღებული ფილმის მეორე სერიაში კი ედვარდ ნორტონმა. ჰალკი ასევე ცნობილია ანიმაციური სერიებიდან და ვიდეო-თამაშებიდან.

ისტორიარედაქტირება

ჰალკის დაბადებარედაქტირება

საკუთარი ხელებით შექმნილი ბომბის აფეთქების შემდგომ, სასწაულით გადარჩენილი ბრუს ბანერი საშინელ მონსტრად - ჰალკად გადაიქცა. მისი ქმედებები უკონტროლო და ძნელად გამოსათვლელია. ჰალკის კანის ფერი დროდადრო იცვლებოდა სხვადასხვა გამოცემებში, თუმცა საბოლოოდ ავტორებმა მწვანე ფერი ამჯობინეს.

ძალებირედაქტირება

ულევი ფიზიკური ძალა მის გაცოფებაზეა დამოკიდებული,შეუძლია ხელის დარტყმით ძლიერი რადიაციული ტალღის წარმოქმნა.სწრაფი შეხორცების უნარი, რაც მას გაუნადგურებელს ხდის, მისი ულევი ძალის დასაწყისი 100 ტონის აწევის შესაძლებლობიდან იწყება.შეუძლია შეეჩვიოს ნებისმიერ გარემოს და ტემპერატურას.ძალაში დაუმარცხებელი.მსოფლიო გამანადგურებლის ასპექტში ის ასხივებს ატომური ბომბის ენერგიას და პოტენციურად შეუძლია გაანადგუროს პლანეტა.

ძალის გამოვლენარედაქტირება

  • ანადგურებს დედამიწაზე 2 ჯერ დიდ ასტეროიდს ერთ დარტყმაში Marvel Comics Presents # 52
  • იჭერს 150 მილიარდ ტონა მთას Secret Wars #4
  • ამსხვრევს ონშლაგის აბჯარს Onslaught: Marvel #1
  • აერთებს გახლეჩილ პლანეტას The Incredible Hulk #102
  • წევს დიდი მასის კლდეს The Incredible Hulk v2 #150
  • მსოფლიო გამანადგურებელი