ჰალიჩი (უკრ. Галич) — ქალაქი უკრაინაში, ივანო-ფრანკივსკის ოლქში, მდინარე დნესტრის ორივე ნაპირზე. ჰალიჩის რაიონის ცენტრი, რკინიგზის სადგური, საავტომობილო გზების კვანძი. 2011 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 6307 ადამიანი. ჰალიჩის ჩრდილოეთით 5 კმ-ზე მდებარეობდა ძველი რუსული ქალაქი. ჰალიჩი პირველად იხსენიება 1140 წელს იპატის მატიანეში. 1144 წლიდან ჰალიჩის სამთავროს ცენტრი იყო. 1199 წელს რომან მსტისლავის ძის დროს გალიჩ-ვოლინის სამთავროს დედაქალაქად იქცა. 1241 წელს მონღოლებმა დაანგრიეს. შემორჩენილია პანტელეიმონის ტაძარი (ქვით ნაგები, მოჩუქურთმებული; აგებულია 1200 წელზე ადრე, გადაკეთებულია XVII საუკუნეში), მიძინების ტაძრის (1157) ქვის კედლების ნაწილები, ქალაქის მიწაყრილებისა და თხრილების ნაშთები. არქეოლოგიური გათხრებით დადგინდა, რომ ჰალიჩი აღმოცენებულია X საუკუნეში. 1940 წლამდე იყო დაბა.

ქალაქი
ჰალიჩი
უკრ. Галич
დროშა გერბი

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
კოორდინატები 49°07′29″ ჩ. გ. 24°43′43″ ა. გ. / 49.12472° ჩ. გ. 24.72861° ა. გ. / 49.12472; 24.72861
პირველი ხსენება 898
ფართობი 24.67 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 6307 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 256 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
სატელეფონო კოდი 3431
საფოსტო ინდექსი 77100 — 77104
ოფიციალური საიტი galych-rada.gov.ua/?newlang=en
ჰალიჩი (უკრაინა) — უკრაინა
ჰალიჩი (უკრაინა)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Костик М. Галич // Енциклопедія сучасної України