ჰაი-ლაინი
ჰაი-ლაინი (ინგლ. The High Line) — 2.33 კმ სიგრძის აწეული პრომენადი მანჰეტენის ქვემო უესტ საიდის გასწვრივ, მიწის ზედაპირიდან დაახ. 10 მ სიმაღლეზე. აიგო 1930-იან წლებში ნიუ-იორკ ცენტრალ რეილროუდისთვის და 1980-იან წლებამდე რკინიგზის ფუნქციას ასრულებდა.
პრომენადი 34-ე ქუჩიდან იწყება ჯავიტსის ყრილობათა ცენტრის სიახლოვეს და მიემართება განსვურთის ქუჩისკენ უესტ უილიჯის მიტ პაკინგ დისტრიქტში. 1990-იან წლებში მიგდებულ რკინიგზის ხაზებს შორის ველურის ბალახი და ხეები იზრდებოდა. 2000 წლიდან მოსახლეობის აქტიური მხარდაჭერის წყალობით ჰაი-ლაინის საპარკო ხეივნად გადაკეთებისთვის ქალაქმა სახსრები გამოყო. ხეივნის პირველი (სამხრეთი) ნაწილი 2009 წლის 8 ივნისს გაიხსნა. შუა ნაწილი რესტავრაციის პროცესშია, ხოლო ჩრდილოეთი ნაწილის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია.