ჰაირაბეტოვების სახლი
ჰაირაბეტოვების სახლი (რუს. Особняк Гайрабетовых), აგრეთვე ცნობილი როგორც ისკიდაროვის სახლი (რუს. Дом Искидарова) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს თავისუფლების მოედანზე. აგებულია 1880 წელს. თავდაპირველად ეკუთვნოდა ვაჭარ კარპ ჰაირაბეტოვის ნათესავებს. საუკუნის დასაწყისში გადაეცა მეწარმე ფრანკ ისკიდაროვს[1][2]. 2011 წლიდან შენობაში განთავსებულია რუსულ-სომხური მეგობრობის მუზეუმი[3][4]. შენობა აგებულია კლასიციზმისა და მოდერნის სტილში და გააჩნია რეგიონალური მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლის სტატუსი[5].
ჰაირაბეტოვების სახლი რუს. Особняк Гайрабетовых | |
---|---|
მდებარეობა | რუსეთი, დონის როსტოვი |
ტიპი | კლასიციზმი, მოდერნი |
გახსნის თარიღი | 1880 |
ისტორია
რედაქტირებასახლი ააშენეს 1880 წელს დონის ნახიჩევანში (ამჟამად დონის როსტოვის პროლეტარის რაიონი) ვაჭარ კარპ ჰაირაბეტოვის მემკვიდრეების დაფინანსებით. XX საუკუნის დასაწყისში სახლი გადაეცა მეწარმეს, ნახიჩევანის საქალაქო საზოგადოების ბანკის დირექტორს მარკ ისკიდაროვს, რომელმაც რეკოსტრუქცია ჩაუტარა შენობას[1][2].
1920 წელს მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია. მასში განათავსეს ვრუბელის სახელობის დონის ნახიჩევანის სამხატვრო სკოლა, რომელიც დააარსა მწერალმა მარიეტა შაგინიანმა და მისმა დამ მაგდალინამ. 1920-იანი წლების ბოლოს ნაგებობის პირველ სართულზე განათავსეს პუშკინის სახელობის საქალაქო ბიბლიოთეკა, ხოლო მეორე სართულზე პიონერთა კლუბი. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაწილობრივ დაზიანდა ნაგებობის სახურავი და ფასადის გარკვეული ნაწილი. 1947 წელს შენობა გადაეცა ბიბლიოთეკას[1]. 1950-იან წლებში დაშალეს აივანი, რომელიც მთელი ტროტუარის სიგრძეზე გამოდიოდა. 2000-იანი წლების ბოლოს შენობა იმყოფებოდა ავარიულ მდგომარეობაში და საჭიროებდა რემონტს[2].
2007 წელს დონის როსტოვის სურბ-ხაჩის ეკლესია დაუბრუნდა სომხეთის სამოციქულო ეკლესიას და რუსეთ-სომხეთის მეგობრობის მუზეუმი, რომელიც ადრე მდებარეობდა ამ ტაძრის შენობაში, გადმოიტანეს ჰაირაბეტოვების სახლში. დაიწყეს შენობის რესტავრაცია, რომელიც დასრულდა 2011 წელს. 2011წლის 25 ნოემბერს რუსეთ-სომხეთის მეგობრობის მუზეუმი კვლავ გაიხსნა[2].
არქიტექტურა
რედაქტირებაორსართულიან აგურის სახლს აქვს Г-ფორმის გეგმა. არქიტექტურაში და ფასადების გაფორმებაში გამოიყენება სხვადასხვა სტილი. მარმარილოს გაფორმება, რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, პირველი სართულის დიდი ფანჯრები დამახასიათებელია ტიპური მოდერნისათვის. ფასადების რთული რიტმული გაფორმება კი - კლასიციზმისათვის[2].
ლიტერატურა
რედაქტირება- Есаулов Г. В., Черницына В. А. Архитектурная летопись Ростова-на-Дону. — 2-е изд.. — Ростов-на-Дону, 2002. — ISBN 5-8456-0489-3.
- Волошинова Л. Ф. Бульварная площадь. — Ростов-на-Дону: Донской издательский дом, 2001. — (Серия "Судьбы улиц, площадей, зодчих"). — ISBN 5-87-688-202-X.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Пролетарский район. Памятники архитектуры района. Официальный портал городской Думы и Администрации города. ციტირების თარიღი: 2013-11-09.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Черницына В.А.. (2011-11-28) Особняк Гайрабетовых (Искидарова). voopiik-don.ru. ციტირების თარიღი: 2013-11-09.
- ↑ В Ростове-на-Дону открылся Музей русско-армянской дружбы. yerkramas.org (2013-11-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-09. ციტირების თარიღი: 2013-11-09.
- ↑ Анна Лебедева. В Ростове-на-Дону открылся Музей русско-армянской дружбы. noev-kovcheg.ru. ციტირების თარიღი: 2013-11-09.
- ↑ რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი