ჰააგის ხელშეკრულება (1625)

ჰააგის ხელშეკრულება — ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა 1625 წლის 9 დეკემბერს ჰააგაში, ერთი მხრივ დანიას და მეორე მხრივ ინგლისსა და გაერთიანებულ პროვინციებს შორის.

წინარე ისტორია

რედაქტირება

1625 წლის ზაფხულში დანიის მეფემ კრისტიან IV-მ თავისი ჯარები დაძრა გერმანელი პროტესტანტების დასაცავად, მიუხედავად ამისა ომის ფორმალური გამოცხადება არ ყოფილა მეფესა და იმპერატორს შორის. კრისტიან მეოთხემ თავისი მოქმედება ახსნა იმით, რომ მან როგორც საღვთო რომის იმპერიის ქვემო საქსონიის მხარის პრეზიდენტმა აუცილებელ პირობად ჩათვალა დაცვის გაძლიერება. აქედან გამომდინარე ჯარები დარჩნენ თავის დისლოკაციის ადგილებზე, ხოლო დანიის მეფე შეეცადა თავის მოკავშირეების ალიანსის გაძლიერებას.

ხელშეკრულება

რედაქტირება

1625 წლის დეკემბრის მოლაპარაკებით დანის მეფეს იმედი მიეცა, რომ მოლაპარაკების მხარეებისაგან ის მიიღებდა ჯარს და ფულად თანხას.

შედეგები

რედაქტირება

ინგლისისა და ჰოლანდიის პარლამენტები ამდროისთვის ფულით უკვე ამარაგებდნენ მანსფელდს და კრისტიან ბრაუნშვეიგელს. მათ გადაწყვიტეს რომ საკმარისი იყო დანიის მეფისათვის გაეგზავნათ, იძულებით გადაბირებული რეკრუტებისაგან შემდგარი მცირერიცხოვანი ჯარი, პოლკოვნიკ მორგანის მეთაურობით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება