ჯუჯუცუ

(გადამისამართდა გვერდიდან ჯუ-ჯიცუ)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯუჯუცუ ( იაპონ. 柔術 jūjutsu) ხშირად მოიხსენიებენ როგორც ჯიუ-ჯიცუ და ჯუ-ჯიცუიაპონური შერეული საბრძოლო ხელოვნების ოჯახი და ახლო ბრძოლის (შეუიარაღებელი ან მცირედ აღჭურვილი) სისტემა. გამოიყენება როგორც თავდაცვის, ასევე შეტევის მიზნით. საბრძოლო ხელოვნების ამ ფორმით შესაძლებელია მოწინააღმდეგის დაჭერა და პარალიზება. იაპონიაში, XVII საუკუნეში ჯუჯუცუ განავითარა მებრძოლთა კლასმა. მას იყენებდნენ ბრძოლის დროს ფარიკაობასთან ერთად. ჯუჯუცუს ტექნიკებს იყენებს მრავალი საბრძოლო ხელოვნება და სპორტი: ძიუდო, აიკიდო, ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ, შერეული საბრძოლო ხელოვნება და სხვა.

დახასიათება

რედაქტირება

"" ითარგმნება როგორც "ფაფუკი, რბილი, ელასტიური, მოქნილი, დამყოლი". "jutsu" - "ხელოვნება ან ტექნიკა". ჯუჯუცუს ფილოსოფიური ბირთვია მიმართოს მოწინააღმდეგის ძალა თავისივე საწინააღმდეგოდ. იგი შეიქმნა ბრძოლისთვის, სამურაების პერიოდის ფეოდალურ იაპონიაში, როგორც მედოდი გაენადგურებინათ მეტოქე იარაღის გარეშე, ან მცირე იარაღით. მძიმედ აღჭურვილი მეტოქის არაეფექტურობა რომ დაემტკიცებინათ, პრაქტიკანტები საწავლობდნენ მტრის განეიტრალების ისეთ მეთოდებს როგორიც არის: ქინძისთავის ფორმა, სახსრების ბლოკირება, დანარცხება. ეს ტექნიკები შეიქმნა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის ენერგია მისსავე საწინააღმდეგოდ გამოეყენებინათ, სანამ მეტოქე განახორციელებდა მას.
ხელოვნებას აქვს მრავალფეროვანი მიდგომა. ჯუჯუცუს სკოლებში „რიუ“(იაპონ. 流 სტილი, ტიპი, ფორმა, მანერა, სისტემა, სკოლა) გრეპლინგის სხვადასხვა ფორმა ისწავლება (გადაგდება, მიწაზე დანარცხება, ფეხის გამოსმა, მახეები, ქინძისთავები, სახსრის მარყუჟი, დაჭერა, კისრის მარყუჟი, თმით დაჭერა, გათიშვა, სტრაიკინგი და ფეხით დარტყმები). სხვადასხვა სკოლა იარაღსაც იყენებს. დღეს ჯუჯუცუ წარმოადგენს როგორც ტრადიციულ თავდაცვით ხელოვნებას, ასევე სპორტის სახეობას. გამოსარჩევია, ოლიმპიური სპორტის სახეობები: ძიუდო, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს შექმნა ძიგორო კანომ, როგორც ჯუჯუცუს ერთ-ერთი სახეობა. ასევე, სამბო და ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუ, რომელიც ადრე (მეორე მსოფლიო ომამდე) წარმოადგენდა კოდოკანური ძიუდოს ვერსიას, სადაც აქცენტი მიმართულია მიწაზე ბრძოლისკენ(იგი მიზეზი გახდა კოსენური ძიუდოს შექმნის).

ეტიმოლოგია

რედაქტირება

XX საუკუნის პირველ ნახევრამდე, კანჯის მეორე რომანიზაციამდე, „ჯიცუ“ სტანდარტულ იაპონურში არ გამოითქმოდა. არასტანდარტული წერის შედეგად, სიტყვაში არსებული მეორე მოკლე „უ“ ახლოს იყო ინგლისურ „ი“-სთან. შესაძლებელია, იმიტომ აისახა ტოკიოს დიალექტში და შეერწყა „ჯუ“ - „ჯის“. იაპონური საბრძოლო ხელოვნების გაცნობამდე არსებული გამოთქმა, ადრინდელი სახით შემორჩა მრავალ ადგილზე. ჯუ-ჯიცუ გავრცელებულია საფრანგეთში, კანადაში და დიდ ბრიტანეთში, ხოლო ჯიუ-ჯიცუს ფართოდ იყენებს გერმანია და ბრაზილია. ასევე, იაპონური ჯუჯუცუ განსხვავდება ჯუჯიცუსგან, რომელიც აშშ-ში გამოიყენება.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯუჯუცუ“-დან