ჯუმბერ ებრალიძე (დ. 20 მარტი, 1933 — გ. 8 ნოემბერი, 2018)[1] — ქართველი რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1933 წლის 20 მარტს თბილისში. 1956-1961 წლებში მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ კ/სტუდია „ქართულ ფილმში“. 1961 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ტელევიზიაში. 1968 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობას იწყებს ახლადშექმნილ საქართველოს ტელეფილმების სტუდიაში ჯერ პროდიუსერად, ხოლო 1973 წლიდან კინორეჟისორად. გადაღებული აქვს 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი. განსაკუთრებით აღსანიშნავია სრულმეტრაჟიანი პუბლიცისტური ფილმი „საქართველოს მატიანე“, რომელიც შედგება 20 ფილმისაგან და რომელშიც აღწერლია საქართველოს მაჯისცემა 1976-88 წლებში. იტალიის „სატელიტ 2000“-ის და საფრანგეთის „TV-5“„“-ის დაკვეთით გადაიღო ფილმი „უფლის რწმენითა და შეწევნით“, ხოლო ტელეკომპანია „НТВ“„“-ს დაკვეთით 2 სერიანი ფილმი „Грузинский Футбол“ („ქართული ფეხბურთი“). საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985). საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1980). ღირსების ორდენის კავალერი (2003).

ფილმოგრაფია

რედაქტირება

დამდგმელი რეჟისორია ფილმების

რედაქტირება
  1. მისიით საქართველოში (2007) - დოკუმენტური
  2. უფლის რწმენითა და შეწევნით (2003) - დოკუმენტური
  3. გაფრთხილება კოსმოსიდან (2003) - დოკუმენტური
  4. მაესტრო ლატაიო (2003) - დოკუმენტური
  5. ჩვენ პირველი ევროპელები ვართ (ანუ ამბავი ზეზვასი და მზიასი) (2001) - დოკუმენტური
  6. რეზი, შოთი, აჩი (1996) - დოკუმენტური
  7. ყოველი ქართლი (1995) - დოკუმენტური
  8. ვინ არის დამნაშავე?! (1993) - დოკუმენტური
  9. მოქცევაი ქართლისაი (1991) - დოკუმენტური
  10. ბორის პაიჭაძე (1990) - დოკუმენტური
  11. . აფხაზეთის მარგალიტი (1987) - დოკუმენტური
  12. საქართველოს მატიანე (1986) - დოკუმენტური
  13. გზა ჭადრაკის დედოფლის გვირგვინისაკენ (1986) - დოკუმენტური
  14. ფალავნები (1985) - დოკუმენტური
  15. ჩვენი მერი (1982) - დოკუმენტური
  16. მატჩის დირიჟორი (1980) - დოკუმენტური
  17. ბიჭვინთა (1980) - დოკუმენტური
  18. ორმოცი ძნელი წუთი (1979) - დოკუმენტური
  19. უკანასკნელი ნახტომი (1977) - დოკუმენტური
  20. პირველი ჩოგანი (1976) - დოკუმენტური

სცენარის ავტორია ფილმების

რედაქტირება
  1. მისიით საქართველოში (2007) - დოკუმენტური
  2. უფლის რწმენითა და შეწევნით (2003) - დოკუმენტური
  3. გაფრთხილება კოსმოსიდან (2003) - დოკუმენტური
  4. რეზი, შოთი, აჩი (1996) - დოკუმენტური
  5. ყოველი ქართლი (1995) - დოკუმენტური
  6. მოქცევაი ქართლისაი (1991) - დოკუმენტური
  7. ბორის პაიჭაძე (1990) - დოკუმენტური
  8. წინ არგონავტებო (1988) - დოკუმენტური
  9. აფხაზეთის მარგალიტი (1987) - დოკუმენტური
  10. გზა ჭადრაკის დედოფლის გვირგვინისაკენ (1986) - დოკუმენტური
  11. ფალავნები (1985) - დოკუმენტური
  12. ორმოცი ძნელი წუთი (1979) - დოკუმენტური
  13. პირველი ჩოგანი (1976) - დოკუმენტური

პროდიუსერია ფილმების

რედაქტირება
  1. ბავშვობა (1970)
  2. შორია გურჯისტანამდე (1970) - დოკუმენტური
  3. ცაბუნია (1969)
  4. მზის ჩასვლის წინ (1968)
  5. თოჯინების სამყაროში (1965)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. რეჟისორი ჯუმბერ ებრალიძე გარდაიცვალა. „იმედინიუსი“ (8 ნოემბერი, 2018). ციტირების თარიღი: 9 ნოემბერი, 2018.[მკვდარი ბმული]