ჯუმალიქიზიქი (თურქ. Cumalıkızık) — სოფელი თურქეთში, ბურსის პროვინციის ილდირიმის რაიონში. მდებარეობს ქალაქ ბურსიდან აღმოსავლეთით 10 კილომეტრში, ულუდაღის მთის ძირში. სოფლის ისტორია ოსმალეთის იმპერიის ჩამოყალიბების პერიოდიდან იწყება. ისტორიული თვალსაზრისით სოფელი კარგადაა დაცული, უცვლელადაა შემონახული სოფლის უძველესი, ოტომანების პერიოდის არქიტექტურული სახე. სწორედ ამიტომ სოფელი ტურისტებისათვის საკმაოდ მიმზიდველი ადგილია. სოფელს ეს სახელი ეწოდა იმის გამო, რომ აქ მოსახლეობა იკრიბებოდა პარასკევის ლოცვების გამო (Cuma - თურქულად პარასკევი).

ბურსა და ჯუმალიქიზიქი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii, iv, vi
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდ. ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2014  (38-ე სესია)
ნომერი 1452
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1452
ინგლ.რუს.ფრ.

ყოველი წლის ივნისში სოფელში იმართება ჟოლოს ფესტივალი. სოფლის უძველესი სახლები ნაგებია ხის, ალიზისა და რიყის ქვისაგან. სოფელში დგას მეჩეთი. ასევე გვხვდება ბიზანტიის იმპერიის არსებობის პერიოდში აგებული ეკლესიის ნანგრევები. სოფელში 270 ისტორიული სახლია. მიმდინარეობს ზოგიერთი მათგანის რესტავრაცია. 180 სახლი ჯერ კიდევ საცხოვრებლად გამოიყენება.

1969 წელს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ულუდაღის მთისწინეთში, აღმოაჩინეს ეკლესიის ნანგრევები. ზოგიერთი არქეოლოგიური ძეგლი გამოფენილია ბურსის არქეოლოგიურ მუზეუმში. სოფელში ხშირად ხდება ისტორიული ხასიათისა და დოკუმენტური ფილმების გადაღება.

ჯუმალიქიზიქი ქალაქ ბურსასთან ერთად 2014 წლის 22 ივნისს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება