ჯუმათის სკოლა
ჯუმათის სკოლა — არქიტექტურული ძეგლი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში. აგებულია XIX-XXI საუკუნეებში.
ჯუმათის სკოლის შენობა სამსართულიანია და აქვს რკალისებრი ფორმა. შენობის შესასვლელში ერთრიგად განლაგებულია მასიური ოთხკუთხა კოლონები. მეორე სართულზე მოწყობილია აივანი. შენობის ფასადები შელესილია. პირველი სართულის ფასადების ლესვაში გამოყვანილია ქვის იმიტაცია. მეორე-სართულის ფასადებზე ჩანს წყვილი კოლონები კაპიტელებით. ნაშენია ტუფის ქვით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39264